კვების რეჟიმი, რომელიც კიბოს რისკს ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვების რეჟიმი, რომელიც კიბოს რისკს ამცირებს

ბუნებამ ონკოლოგიისგან მეტ-ნაკლებად დაიცვა პლანეტის ცოცხალი სამყაროს მხოლოდ ორი სახეობა. ესაა სპილო და აფრიკაში გავრცელებული მღრღნელების სახეობა.

კაცობრიობა დღემდე ებრძვის ამ დაავადებას. კიბო შეიძლება განუვითარდეს მათაც, ვინც არ ეწეოდა, სვამდა, ფიზიკურად აქტიური იყო და სწორადაც იკვებებოდა. ცხოვრების ჯანსაღი წესი ბოლომდე არ იცავს უჯრედებს ანომალური დაყოფისგან, თუმცა მნიშვნელოვნად ზრდის მათი სწორი მუშაობის შანსს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოსაზრებით, დაბალანსებული რაციონი დაავადების რისკს აქვეითებს.

რაციონში უნდა იყოს:

· ხილი;

· ბოსტნეული;

· პარკოსნები;

· ბურღულეული (წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, შვრია).

მცენარეული პროდუქტები შეიცავს მრავალ ქიმიურ ნაერთს-ვიტამინურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებს მუტაციისგან იცავს. ზოგიერთი სახეობის კიბო ჭარბი წონის ფონზე ვითარდება. მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით - საკვები ბოჭკოები აქვეითებს სხეულის მასის ინდექსს და ამ დაავადების რისკს, აუმჯობესებს ნაწლავის მიკრობიოტის მდგომარეობას, ხელს უწყობს დიდი რაოდენობით წყალბადის წარმოქმნას, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს.

რამდენად სასარგებლოა მცენარეული საკვების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კაფსულების ფორმით მიღება?

აღმოჩნდა, რომ ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი დანამატის ფორმით ზრდის მწეველებში ფილტვისა და კუჭის კიბოს რისკს. სტაფილო, მანგო, გარგარი და სხვა პროდუქტები, რომლებშიც შედის ეს კომპონენტი, არ ზრდის დაავადების ალბათობას. ამიტომ არაა რეკომენდებული დანამატების თვითნებური მიღება. არსებობს მონაცემები, რომ კოლორექტალური კიბოს რისკს ამცირებს კალციუმი.

ნაკლებად მიირთვით ნახევარფაბრიკატები, ბურგერები, ფასტ-ფუდი, ძეხვი, სოსისი, შაშხი, ნამცხვრები. ისინი ბევრ კალორიას, ცხიმსა და შაქარს შეიცავენ და ნაკლებად უჯრედისსა და ვიტამინებს.

ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცი შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს, ჰემის რკინას, თუთიას და В12 ვიტამინს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირდაპირი კავშირი კიბოსა და ამ სახეობის ხორცის მოხმარებას შორის არ არის, მაგრამ წვის დროს წარმოიქმნება ნიტროზამინები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები, რომლებსაც სიმსივნის პროვოცირება შეუძლია. კიბოს კვლევის საერთაშორისო ფონდი გვირჩევს, რომ კვირაში 350–500 გრ-მდე ხორცი მივირთვათ. ასე მივიღებთ საკვებ ნივთიერებებს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

წყურვილი დაიკმაყოფილეთ წყლით. შეიძლება მიიღოთ უშაქრო ჩაი ან ყავა. გაზიანი ტკბილი სასმელები, ხილის წვენები კალორიულია და იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის სწრაფ ზრდას. იზრდება საყლაპავის, სიგმოიდური და სწორი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს და თირკმლის კიბოს რისკი.

ალკოჰოლი ორგანიზმში იჟანგება, რა დროსაც თავისუფალი რადიკალები გამოთავისუფლდება. ისინი ზრდიან პირის ღრუს, ღვიძლის, საყლაპავის, ხორხის, ხახის და სწორი ნაწლავის კიბოს რისკს. მამაკაცები ქალებთან შედარებით ამ სახეობის კიბოთი 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.

მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციებით დაბალანსებული კვება რაციონის ერთადერთი საიმედო ვარიანტია. ის ზრდის ორგანიზმის რესურსებს მაშინაც კი, როდესაც კიბო მას ძალებს ართმევს.

ლალი ჩხიკვაძე