/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

რა არის რძიანა?

რა არის რძიანა?
ყურადღებიანი დედა უმალვე შეამჩნევს, რომ პაწიას საქციელი შეეცვალა და პირის ღრუში ხაჭოსებრ ნადებს აღმოაჩენს. სწორედ მას ეძახიან რძიანას. უყურადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება. რა აჩენს რძიანას და როგორ მოვუაროთ პატარას პირის ღრუს? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ლალი ქორიძე გვიპასუხებს.

- ახალშობილი სრულიად დაუცველია. მისი ფლორა ახლაღა იწყებს მიკრობებით  დასახლებას, ხოლო იმუნიტეტი - დამოუკიდებლობას, მაშინ როდესაც მის გარშემო სიცოცხლის პირველი დღიდანვე უამრავი საფრთხეა. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე გავრცელებული და არასასიამოვნო, ინფექციური დაავადებაა, რომელსაც კანდიდას გვარის სოკო იწვევს. ეს არის რძიანა, ანუ პირის ღრუს კანდიდოზი.

- როგორ ხდება ინფიცირება?

- სოკოვანი ინფექციით ახალშობილი დედისგან ინფიცირდება სამშობიარო გზების გავლისას, ანდა მოგვიანებით, მშობლების პირად ნივთებთან შეხებისას - რა თქმა უნდა, თუ მშობლები თავად არიან ინფიცირებულნი. არც კანდიდას მატარებელი სამშობიარო სახლის პერსონალისგან დასნებოვნებაა გამორიცხული.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- როგორ ვლინდება რძიანა?

- სოკოვანი დაზიანება, ჩვეულებრივ, ლორწოვან გარსებზე ლოკალიზდება. ამას ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ქიმიური  შემადგენლობა. ენაზე, სასაზე, ლოყის შუაში ხაჭოსებრი ფიფქები ჩნდება. მათ წარმოშობას პროვოცირებას უწევს ხშირი წამოქაფება და ნაწლავური დისბიოზი. გარდა ამისა, რძიანა - კანდიდოზური სტომატიტი - თან ახლავს ნაწლავურ ინფექციებს, ალერგიულ რეაქციებს, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს. კანდიდოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა სწორედ პირის ღრუს კანდიდოზია. გარდა ამისა, გვხვდება კანის კანდიდოზიც (იგი გავრცელებით მეორე ადგილზე დგას ბავშვებში პირის კანდიდოზის შემდეგ), ასევე - შინაგანი ორგანოებისა, ძვალსახსროვანი სისტემისა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა.

შეკითხვა ექიმს
<p>-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?</p>

- სად შეიძლება იყოს ლოკალიზებული დაავადება?

- სოკოვანი დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ დაავადების რამდენიმე ფორმას. ესენია:

  • სტომატიტი - მთელი პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება. კანდიდოზური სტომატიტი შეიძლება იყოს პირველადი - თავს იჩენს ჯანმრთელ ჩვილებში სიცოცხლის პირველ თვეებში - და მეორეული, განვითარებული დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ინფექციური და სომატური დაავადებების დროს, ანდა ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. დაავადება იწყება ლორწოვანი გარსის სიმშრალითა და სიწითლით, მადის დაქვეითებით, ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით. ამის შემდეგ პირის ღრუში ჩნდება თეთრი ან კრემისფერი ნადები - ღრძილებზე, ტუჩების შიგნითა მხარეს, რბილ და მაგარ სასაზე. ზოგიერთ შემთხვევაში სტომატიტი მხოლოდ ლორწოვანის კატარით გამოვლინდება. მეორეული სტომატიტის დროს დაზიანება უფრო ღრმაა, ნადებიც - უფრო მკვრივი და სქელი, შეინიშნება ლორწოვანის ეროზია და დაწყლულება.
  • გინგივიტი - ღრძილების ლორწოვანი დაზიანება. შეიძლება იყოს კატარული და წყლულოვანი. ხშირად გვხვდება სისხლის სისტემის დაავადების მქონე ბავშვებში. გამოვლინდება უსწორმასწოროფსკერიანი, რუხი ნადებით დაფარული მრავალრიცხოვანი წყლულით გაჯირჯვებულ ღია-ვარდისფერ ღრძილებზე.
  • გლოსიტი - ენის სოკოვანი დაზიანება. მისთვის დამახასიათებელია ენის ზედაპირზე (გარდა წვერისა და გვერდებისა) თეთრი ნადების წარმოქმნა. შემდეგ ნადები ყვითლდება ან ყავისფერდება. ენის დვრილები შეიძლება ატროფირდეს ან, პირიქით, გადიდდეს.
  • ჰეილიტი - ტუჩების შიგნითა ლორწოვანი გარსის დაზიანება: შეშუპება, სიწითლე და აქერცვლა. შესაძლოა, ტუჩებზე გაჩნდეს სისხლმდინარე ნახეთქები, ეროზიები, თეთრი აპკი.
  • ანგინა, იგივე ტონზილიტი - დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და მწვავე რესპირატორული დაავადებების ან პირის ღრუს კანდიდოზის ფონზე, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიღებისას. სკოვან ანგინას, ბაქტერიულისგან განსხვავებით, ახასიათებს ნუშურა ჯირკვლებზე სპეციფიკური ნადების გაჩენა, რომლის დიფერენცირება მხოლოდ ექიმს შეუძლია. ამ დროს ტემპერატურა მომატებული არ არის, არც რეგიონული ლიმფური ჯირკვლებია გადიდებული.

- როგორ სვამენ კანდიდოზური დაავადების დიაგნოზს?

- უწინარეს ყოვლისა, გარეგნული ნიშნების საფუძველზე, მაგრამ საჭიროა კანდიდოზის დიაგნოზის ლაბორატორიულად დადასტურებაც, კერძოდ, კანდიდას კულტურის გამოყოფა-დათესვით. დასათესად გამოიყენება ნახველი, დაზიანებული უბნებიდან აღებული ნაცხი და სხვა ბიომასალა.

- როგორ მკურნალობენ რძიანას?

- ექიმს უნდა მიმართოთ, თუ ბავშვის საერთო მდგომარეობა შეცვლილია, შეინიშნება უმადობა, პირის ღრუს ლორწოვანი ფერნაცვალია და აქვს თეთრი ნადები. კანდიდოზის დროს ტარდება კომპლექსური მკურნალობა, რომელიც მიმართულია დარღვეული ფუნქციებისა და სისტემების აღდგენისკენ, განსაკუთრებით - იმუნიტეტის გაძლიერებისკენ. სწორი მკურნალობის პირველი და მნიშვნელოვანი ასპექტია კვების რეჟიმის მოწესრიგება:

  • არ შეწყვიტოთ ბავშვის კვება დედის რძით;
  • თუ პატარა უარს ამბობს ძუძუზე - უჭირს წოვა ლორწოვანის დაზიანების გამო, შეგიძლიათ გამოწველილი რძე კოვზით მისცეთ;
  • თუ ბავშვი უკვე იღებს დამატებით საკვებს, უნდა არიდოთ შაქარს და დუღილის გამააქტიურებელ პროდუქტებს (უხეშ უჯრედისს). საკვები უნდა იყოს გახეხილი, არ ჰქონდეს მძაფრგემოიანი დანამატები;
  • ანთებითი პროცესის შესამცირებლად რეკომენდებულია დაზიანებული ლორწოვანის დამუშავება 2-4%-იანი სოდის ხსნარით: ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 1-1,5 ჩაის კოვზი სოდა. პატარები გამოვლებას ვერ ახერხებენ, ამიტომ მშობელმა საპნით უნდა დაიბანოს ხელები, თითზე უნდა დაიხვიოს სტერილური ბინტი, დაასველოს სოდიან ხსნარში და პატარას ნაზად დაუმუშაოს დაზიანებული ლორწოვანი გარსი. მწვავე პერიოდში პროცედურა გაიმეორეთ 2-3 საათში ერთხელ.

მძიმე შემთხვევებში კარგია ადგილობრივი ანტიმიკოზური საშუალებების - ხსნარების, სუსპენზიების, გელების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.

გაითვალისწინეთ:

  • რძიანას პროფილაქტიკისთვის მომავალმა დედამ რეგულარულად უნდა იაროს გამოკვლევებზე (განსაკუთრებით - ორსულობის მესამე ტრიმესტრში);
  • კვებამდე დედამ თბილი წყლით, უსაპნოდ უნდა ჩამოიბანოს, თუ ძუძუსთავები დახეთქილი აქვს - დაიმუშაოს სპეციალური კრემებით;
  • მეძუძური დედისთვის რეკომენდებულია ბიუსტჰალტერის ყოველდღიური ცვლა, მკერდის ერთჯერადი საფენების გამოყენება;
  • ბოთლი და საწოვარა ყოველი კვების წინ უნდა გამოიხარშოს ან სტერილიზატორში დამუშავდეს.

საჭიროა იმ დაავადებების პროფილაქტიკა, რომლებიც კანდიდოზის სტიმულაციას იწვევს. ასეთია მწვავე რესპირატორული დაავადებები, ალერგიები, შეკრულობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა დაავადებებს იწვევს ტკბილი გაზიანი სასმელები - მრავალწლიანი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაავადებებს იწვევს ტკბილი გაზიანი სასმელები - მრავალწლიანი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

გაზიანი სასმელები 40 %-ით ზრდის თირკმელების დაავადებათა რისკს და 64 %-ში იწვევს თირკმლის ქრონიკული პათოლოგიების გამწვავებას. აღსანიშნავია, რომ თირკმლის ფუნქციის გაუარესება თანდათანობით ხდება, ორგანიზმში ირღვევა მარილებისა და სითხის ბალანსი.

2009-2016 წლებში ჩაატარებულ კვლევაში 3000 მოხალისე მონაწილეობდა. მეცნიერები მკაცრად აღრიცხავდნენ მათ მიერ მოხმარებული სასმელების სახეობას, მოცულობასა და მიღების პერიოდულობას. ასევე საფუძვლიანად აანალიზებდნენ საკვლევი პირების ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებელს. გაირკვა, რომ მოხალისეთა დიდი ნაწილს თირკმლის პრობლემები ჰქონდა. დაავადების განვითარებაზე პირდაპირ გავლენას ახდენდა რაციონი, კერძოდ, მიღებული ტკბილი სასმელების მოცულობა.

სპეციალისტები კიდევ ერთხელ გვაფრთხილებენ, ვერიდოთ ტკბილ გაზიან სასმელებს, ვსვათ მხოლოდ სასარგებლო სითხეები!

თინათინ გოცაძე