რატომ უნდა მიირთვათ ქათმის კვერცხი
მელატონინის გამომუშავებას. ეს უკანასკნელი სასარგებლო ჰორმონია, არეგულირებს სადღეღამისო რიტმებს. მელატონინზე დამოკიდებულია ძილიანობაც.
საყურადღებოა ისიც, რომ კვერცხი შეიცავს ტრიპტოფანს, მჟავას, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს, ხსნის განგაშსა და შფოთვას. ქათმის კვერცხი მდიდარია ვიტამინებითა და აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კანზე, თმასა და ფრჩხილებზე, მიკროელემენტები ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
დიეტოლოგები გვირჩევენ ერთი კვერცხი დილაობით, მეორე კი საღამოობით მივირთვათ. დილით მიღებული კვერცხის წყალობით დიდხანს ვინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას. საღამოს მიღებული კი გვამშვიდებს და ძილის ხარისხს გვიუმჯობესებს. გახსოვდეთ, კვერცხი აფერხებს დაბერების პროცესს, ეხმარება წონის შენარჩუნებას და განამტკიცებს ჯანმრთელობას.
ამასთან, არაერთხელ თქმულა, რომ კვერცხი უხვად შეიცავს ქოლესტერინს და ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაგრამ ჩატარებული კვლევების შემდეგ უკვე შეგვიძლია კვერცხი უშიშრად მივირთვათ. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ფუნდამენტური გამოკვლევა იმის დასადგენად, როგორ მოქმედებს კვერცხი ადამიანის ჯანმრთელობაზე და ზემომოყვანილი მოსაზრების საპირისპირო დასკვნა გამოიტანეს. მკვლევართა თქმით, კვერცხში შემავალი ქოლესტერინი უშუალოდ სისხლში არ ხვდება და, აქედან გამომდინაარე, ადამიანს საფრთხეს არ უქადის. განაგრძეთ კითხვა
თინათინ გოცაძე