როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილი სხეული, როცა ჭამა გვიყვარს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილი სხეული, როცა ჭამა გვიყვარს

როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილი სხეული, როცა ჭამა გვიყვარს
მეტი მიირთვით საუზმეზე - ბევრი უარს ამბობს საუზმეზე. თითქოს კვების გამოტოვებულმა ულუფამ უნდა შეამციროს მოხმარებული კალორიების რაოდენობა, თუმცა პრაქტიკულად პირიქით ხდება, რადგანაც ორგანიზმი მთელი დღის განმავლობაში დაკარგულის ანაზღაურებას შეეცდება. ეს გამოიხატება მეტად კალორიული საკვების მიღების მოთხოვნილების გაზრდაში. დილის უმადობა შეიძლება განპირობებული იყოს გვიანი ან მსუყე ვახშმით. აქედან გამომდინარე შეამცირეთ ულუფა ან გადაწიეთ საღამოს საკვების მიღების საათი.

ორგანიზმი წყლით „მოატყუეთ“

უპირატესობა მიანიჭეთ წყლის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. ასე შეჭამთ ბევრს, მაგრამ ნაკლებად კალორიულს.

· ტკბილი ფუნთუშების, კრუასანების და საკონდიტრო ნაწარმის მაგივრად მიიღეთ
ხილი და ბოსტნეული;

· სადილი დაიწყეთ სალათით და შეეცადეთ რომ ახალი ბოსტნეული ყოვლთვის იყოს სუფრაზე.

მეტი ბოჭკო

საკვები ბოკჭკოები (უჯრედისი) ნურტრიენტებია, რომელიც კუჭნაწლავის ტრაქტში გადამუშავდება, მაგრამ არ იწოვება. წყლის მსგავსად ის საკვებს ანიჭებს მოცულობას, აძლიერებს დანაყრების გრძნობას და არ ტვირთავს ორგანიზმს კალორიებით.

უჯრედისით მდიდარია პარკოსნები,
ხილი, ბოსტნეული, ანსაკუთრებით სტაფილო და ბროკოლი. ხორცში, თევზში, კვერცხში, რძის პროდუქტებში და თეთრ პურში ის ძალიან ცოტაა.

გარდა წონაში კლებისა, საკვებ ბოჭკოებს გააჩნია სხვა სასარგებლო თვისებებიც. ის ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას, რაც ნაწლავის კიბოს რისკ-ფაქტორია, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, ბოჭავს ნაღვლის მჟავებს, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას.

მხოლოდ ბალახეულს ნუ დასჯერდებით

უჯრედისი ორგანიზმს ანაყრებს, მაგრამ ენერგიას არ აძლევს. მხოლოდ სალათებით კვებისას შიმშილი სწრაფად შეგვახსენებს თავს, რაც საკვების ჭარბად მიღებას გვაიძულებს. დიდი ხნით დანაყრებლი რომ ვიყოთ სალათებში დაუმატეთ პარკოსნები, ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი.

ჭამის დროს სხვა საქმით ნუ დაკავდებით

ტვინი ვერ ახერხებს ერთდროულად რამოდენიმე ამოცანის გადაჭრას. ორი საქმის ერთდროულად შესრულებისას პროდუქტიულობა ქვეითდება. ამიტომ ჭამის დროს არ უნდა გავერთოთ ტელევიზორით, კომპიუტერით და სხვა გამღიზიანებლებით. კუჭში არსებული რეცეპტორები გარკვეულ მომენტში ტვინს დანაყრების სიგნალს უგზავნის. როდესაც ტვინი სხვა რამითაა დაკავებული, ის აღარ აქცევს ყურადღებას ამ სიგნალს და ადამიანი მეტს ჭამს. გარდა ამისა, გაგამღიზიანებლის გამო ორგანიზმი ივიწყებს, რომ ჭამა და ისევ თხოულობს წახემსებას.

საჭმელი-ნარკოტიკი

არომატიზატორები და სხვა დანამატები კვების პროდუქტებს ნამდვილ ნარკოტიკად აქცევს. ორგანიზმი იღებს კალორიების დიდი დოზას, ხოლო ტვინი კი შიმშილს გრძნობს.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს შაქარიც. ის ააქტიურებს დოფამინის გამომუშავებას. ამიტომ თავი შეიკავეთ დამუშავებული პროდუქტების მიღებისაგან.

კვებას დაუთმეთ არანაკლებ 20 წუთისა, რადგანაც საკვების სწრაფად მიღებისას, კუჭი ვერ ასწრებს ტვინისთვის დანაყრების სიგნალის გადაცემას და მეტი საკვებია საჭირო დანაყრებისთვის.

ლალი ჩხიკვაძე
ტეგები: კვება დიეტა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
უკონტროლო კვება არის დიდი რაოდენობით საკვების სწრაფად მიღება.
21-09-2021
სპილენძის, ფოსფორის და რკინის მარილებით მდიდარი გოგრა - რატომ უნდა მივირთვათ ბოსტნეული?
16-09-2021
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
სპილენძის, ფოსფორის და რკინის მარილებით მდიდარი გოგრა - რატომ უნდა მივირთვათ ბოსტნეული?
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად