რატომ უნდა ჩართოთ რაციონში ნუშის რძე - იხილეთ მომზადების უმარტივესი მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა ჩართოთ რაციონში ნუშის რძე - იხილეთ მომზადების უმარტივესი მეთოდი

თავისი წარმომავლობით მას საერთო არაფერი აქვს ცხოველის რძესთან და სახელწოდება დაკავშირებულია თეთრ ფერსა და რძის მსგავს გემოსთან.

შემადგენლობა

სასმელს იღებენ გატარებული ნუშისა და წყლისგან, თერმული დამუშავების გარეშე. ამიტომ მისი შემადგენლობა ნუშის მსგავსია და შეიცავს:

ვიტამინები

• А – 0,02 მგ;

• Е – 24,6 მგ;

• В1 – 0,25 მგ;

• В2 – 0,65 მგ;

• В3 – 6,2 მგ;

• В4 – 52,1 მგ;

• В5 – 0,4 მგ;

• В6 – 0,3 მგ;

• В9 – 0,04 მგ;

• С – 1,5 მგ.

მიკრო და მაკროელემენტები:

• კალიუმი– 748 მგ;

• კალციუმი – 273 მგ;

• მაგნიუმი– 234 მგ;

• ფოსფორი – 473 მგ;

• ქლორი– 39 მგ;

• გოგირდი – 178 მგ.

100 გრ პროდუქტი შეიცავს:

• 18,6 გრ ცილას

• 53,7 გრ. ცხიმებს;

• 13 გრ. ნახშირწყლებს.

ნუშის რძის კალორიულობა შეადგენს 51 კკალ-ს. ნუშის რძეში, ძროხის რძისგან განსხვავებით, არ არის ქოლესტერინი და ლაქტოზა, ამდენად ის უფრო სასარგებლოა. იგი შეიძლება განიხილებოდეს ალტერნატივად ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში.

ძროხის და თხის რძისგან განსხვავებით, ნუშის რძე უფრო დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს მაცივრის გარეშე. რადგანაც ნუშის რძე არ შეიცავს ქოლესტერინს და მის შემადგენლობაში პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია, ის სასარგებლოა სისხლძარღვებისა და სისხლის გაწმენდისთვის.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმში ბიოლოგიური ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც სისხლძარღვებში ანთებას ხსნის. ომეგა-6 სისხლძარღვებს უბრუნებს ელასტიურობას და ამცირებს მათ მტვრევადობას, გასქელებას, ახორცებს მიკროტრავმებს.

წონის კორექცია

ჭარბი წონის პრობლემისას, ნუშის რძემ შეიძლება შეცვალოს ჩვეულებრივი რძე, იმდენად რამდენადაც 0% ცხიმიანობის ძროხის რძის კალორიულ-ენერგეტიკული ღირებულება 86 კკალ, ხოლო ნუშის რძის- 51 კკალ.

მიუხედავად სიმსუბუქისა, მასში სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები უხვადაა, რასაც ვერ ვიტყვით უცხიმო ძროხის რძეზე, რომლიდანაც აღარ შეიწოვება კალციუმი და პასტერიზაციის გამო დაშლილია ვიტამინები.

ნუშის რძე სასარგებლოა ქალებისთვის ნებისმიერ ასაკში. ამ სასმელის 200 გრ საკმარისია Е ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად, იგი წარმოადგენს ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა- 9 ცხიმოვანი მჟავების წყაროს. Е ვიტამინი აინჰიბირებს თავისუფალი რადიკალების დაჟანგვას და იცავს კანს მზის სხივებისა და მავნე ქიმიური ნაერთებისაგან. ცხიმოვანი მჟავები კვებავს კანს შიგნიდან.

რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ კუნთებს. ნუშის რძე კუნთებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მასში В2 ვიტამინისა და რკინის შემცველობის გამო. რიბოფლავინი მონაწილეობს ცილის ცვლაში, კერძოდ, მოლეკულის გახლეჩასა და ატფ-ის სახით ენერგიის გამოყოფაში. რკინა აუცილებელია კუნთების ჟანგბადის მომარაგებაში ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვისას.

ორსულებისათვის

ნუშის რძე შეიცავს В9 ვიტამინს ანუ ფოლიუმის მჟავას, რომელიც ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის არის საჭირო. კალციუმი და D ვიტამინი საჭიროა ბავშვის ჩონჩხის ფორმირებისა და დედის ძვლოვანი ქსოვილის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. ნუშის რძეს აქვს ასევე მსუბუქი სასაქმებელი ეფექტი, აწესრიგებს საჭმლის მონელებას და არ ტვირთავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

მნიშვნელოვანია ბავშვებმა რეგულარულად მიიღონ ნუშის რძე, რადგანაც ის შეიცავს კალციუმსა და D ვიტამინს. ნუშის რძეში კალციუმის შემცველობა არის 273 მგ, რაც უფრო მეტია, ვიდრე ხაჭოში, კეფირსა და ძროხის რძეში. იგი შეიცავს D ვიტამინის (რომლის გარეშეც არ შეიწოვება კალციუმი) დღიური დოზის 25%-ს. ნუშის რძის რეგულარულად მიღება აძლიერებს ძვლებს, კბილებსა და თმას, ეხმარება ბავშვის ორგანიზმს ზრდაში. ნუშის რძით ძროხის ან თხის რძის ჩანაცვლება სახიფათოა, რადგანაც ნუშის რძეში ნაკლებად არის С ვიტამინი. ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია კოლაგენის გამომუშავებასა და შემაერთებელი ქსოვილის ელასტიურობაზე.

ნუშის რძის უკუჩვენებები

ნუშის რძით ზრდასრულმა ადამიანმა შეიძლება ჩაანაცვლოს ჩვეულებრივი რძე. მაგრამ ჩვილებში ეს არ შეიძლება მასში С ვიტამინის მცირე შემცველობის გამო. საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ნუშის რძე, რომელიც შეიცავს დანამატ კარაგინანს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს კუჭზე და შეიძლება ონკოლოგიური დაავადების განვითარების პროვოცირება გამოიწვიოს.

როგორ შეიძლება დავამზადოთ ნუშის რძე.

1. ნუში უნდა იყოს ახალი, მაგრამ არა მწვანე, ჰქონდეს სასიამოვნო არომატი და მოტკბო გემო. მწარე ნუში სახიფათოა, რადგანაც მასში არის ნივთიერება, რომლისგანაც ორგანიზმში შეიძლება კალიუმის ციანიდი წარმოიქმნას.

2. ნუშს დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს 2-3 სმ-ზე და გააჩერეთ 12 საათი.

3. ამ დროის გასვლის შემდეგ, წყალი გადაასხით და კიდევ დაასხით წყალი პროპორციით 1 წილი ნუში 3 წილ წყალზე და დააბლენდერეთ.

4. ნარევი გადაწურეთ მარლაში.

ნალექს ნუ გადაყრით. მისი გამოყენება შესაძლებელია ნამცხვრებისა და სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად.

ლალი ჩხიკვაძე