სწორ კვებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეკომენდაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორ კვებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეკომენდაციები

განმავლობაში მიღებულ საკვებში 45–65% ნახშირწყლების შემცველობას. ცილებისა და ცხიმების მოთხოვნა გაცილებით ნაკლებია. ყველა ნახშირწყალი, გარდა რძისა, მცენარეული წარმოშობისაა და ფორმირდება ფოთლებსა და ნაყოფში ფოტოსინთეზის დროს. მარტივ და რთულ ნახშირწყლებს შეიცავს ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, პარკოსნები, ბურღულეული, ნიგოზი. ნახშირწყლოვანი საკვები ასევე მდიდარია ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ერითროციტები-სისხლის წითელი უჯრედები, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვს შინაგან ორგანოებში, მუშაობს გლუკოზაზე. ამ „საწვავით“ მუშაობს ტვინი და კუნთები. დნმ-ის შემადგენლობაში ნახშირწყალი დეზოქსირიბოზაა. სასარგებლო უჯრედისი ასევე ნახშირწყალია. ის ასტიმულირებს ნაწლავს, გვეხმარება გახდომაში, აქვეითებს „ცუდ„ ქოლესტერინს.

პირველ ნახშირწყლებს შეიცავს დედის რძე- ენერგია საჭიროა ზრდა- განვითარებისათვის. დედის რძეში ბევრი ლაქტოზაა-რძის შაქარი. მოზრდილ ასაკში უკვე გვაქვს სტრესის დროს ტკბილის მოთხოვნილება- ნახშირწყლები გვეხმარება დამშვიდებაში, მოდუნებაში და გვანიჭებს სიხარულის შეგრძნებას.

ზედმეტი კილოგრამები და დიაბეტი ვლინდება არა ამ ნუტრიენტების გამო, არამედ მათი ჭარბი მიღების შემთხვევაში. შაქრიანი საკვების, თეთრი პურის, თეთრი ბრინჯის ჭარბად მიღება ნაკლებადაა რეკომენდებული.

ხილი ასევე შაქრის წყაროა, მაგრამ მასში უჯრედისია, რაც აფერხებს შაქრის შეწოვას. საკონდიტრო ნაწარმში, ტკბილ ნამცხვრებში უჯრედისი არაა, რაც კუჭუკანა ჯირკვლის გადატვირთვას იწვევს. გლუკოზის სიჭარბე მარაგდება ცხიმოვან დეპოში და გროვდება სისხლში - იზრდება წონა და ვითარდება ტიპი 2 დიაბეტი.

რთული ნახშირწყლები მარტივისგან განსხვავდება იმით, რომ შედგება შაქრის ათასი მოლეკულისგან. ორგანიზმი 3-5 საათს ხარჯავს მის დასაშლელად. ამიტომ შვრიის ფაფის ან ლობიოს მირთმევის შემდეგ დიდხანს აღარ გვინდება ჭამა. ვიდრე ნელი ნახშირწყლები გადამუშავდება, სისხლში გლუკოზის დონე მკვეთრად არ იმატებს, რაც დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს.

როდესაც ორგანიზმი ჯანმრთელია, რაციონი დაბალანსებულია და ადამიანი ბევრს მოძრაობს, მცირე რაოდენობით რაფინირებული ნახშირწყლები მავნე არ არის. მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ტკბილეული ნუგბარია და არა ძირითადი კერძი.

კვებითი ჩვევები და სტრესი ის ფაქტორებია, რომლებიც მოქმედებს აკნეს განვითარებაზე. ეს დაავადება დაკავშირებულია ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების ანთებასთან. ასევე მნიშვნელოვანია ჰორმონების გამომუშავების დარღვევა და კოსმეტიკის არასწორი გამოყენება.

ცილები ანაყრებს და წონის ნაწილის კლება გლიკოგენთან დაკავშირებული წყლის დაკარგვის ხარჯზე მოდის. მუდმივად ნახშირწყლების გარეშე ყოფნისას იწყება კუნთის ცილების დაშლა, იკარგება მეტაბოლურად აქტიური ქსოვილები, ფერხდება ნივთიერებათა ცვლა. შეიძლება განვითარდეს თირკმელებში კენჭები, პირის ღრუდან სუნი, ლპობითი დუღილი და ყაბზობა.

საკვები უნდა იყოს სასარგებლო, გემრიელი და ნოყიერი- ნახშირწყლები სწორედ ასეთად აქცევენ მას.

ლალი ჩხიკვაძე