როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა სადღესასწაულო დღეებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა სადღესასწაულო დღეებში

სპეციალისტები ალკოჰოლზე საერთოდ უარის თქმას ან ზომიერად მიღებას გვირჩევენ. ორგანიზმი უნდა მოვამზადოთ სპირტიანი სასმელის მისაღებად. ფერმენტული სისტემის გასაშვებად, ჯერ აუცილელად უნდა მივიღოთ საკვები. სადღეგრძელოებს შორის რაც შეიძლება დიდი ინტერვალი უნდა გავაკეთიოთ და სასმელი შეძლებისდაგვარად მცირე ულუფად შევსვათ. სპირტიანი სასმელი უკეთ გადამუშავდება თუ სუფრასთან ჯდომას ცეკვას შევუნაცვლებთ. ხალხური საშუალებები სიფხიზლის შესანარჩუნებლად ნაკლებად გამოგვადგება.

ბევრი დარწმუნებულია, რომ ამ დროს ეფექტურია ნაღების კარაქი, თუმცა ეს ასე არაა. კარაქის მიღების შემდეგ კუჭში წარმოიქმნება აპკი. ალკოჰოლის პირველი დოზა არ იწოვება და ადამიანს ჰგონია, რომ ის არ თვრება, თუმცა შემდეგ საცხი იხსნება და ადამიანი ფხიზელი მდგომარეობიდან გადადის თრობის მაღალ ხარისხში. ალკოჰოლის უსაფრთხო დოზა არ არსებობს. უმჯობესია შევჩერდეთ მშრალი შამპანურის ერთ „რიტუალურ“ ბოკალზე.

რაც შეეხება კვებას, სადღესასწაულო დღეებში უმჯობესია ზომიერების, ბალანსისა და მრავალფეროვნების დაცვა. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი. ეს პროდუქტები კარგად აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. უპირატესობა მიანიჭეთ ხორცის უცხიმო სახეებს. კერძოდ, ფრინველის ან კურდღლის ხორცს, თევზს. შემწვარი კერძები მოხარშული, ჩათუშული ან გრილზე მომზადებული საკვებით ჩაანაცვლეთ. ნუ მიეძალებით ტკბილსაც და უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებადცხიმიან დესერტს - ჟელეს და მუსს.

ლალი ჩხიკვაძე