როგორ ვიკვებოთ ზაფხულში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში

როგორ ვიკვებოთ ზაფხულში
ზაფხულის დადგომისთანავე ჩნდება დასვენების, განტვირთვის, საოჯახო და ყოფითი პრობლემებისგან თავის დაღწევის მოთხოვნილება. ამ პერიოდში ადამიანები უმეტესად გარეთ იკვებებიან, ცდილობენ, გაეცალონ ჩვეულ გარემოს და ცოტა ხნით მაინც დაივიწყონ ყოველდღიური საზრუნავი. სტუმრობენ საზაფხულო კაფეებს, რესტორნებს, ზღვის სანაპიროზე მოწყობილ ბუნგალოებს, ბარებსა თუ სწრაფი კვების ობიექტებს, აგემოვნებენ მწვადს, პიცას, სალათებს, ნამცხვრებს, ნაყინს, ცივ სასმელებს და უამრავ სხვა ნუგბარსა თუ სასუსნავს.


გემრიელად მიირთვით, მაგრამ უსაფრთხოების წესები არ დაივიწყოთ!

ზაფხულობით თავს კარგად გრძნობენ არა მარტო ადამიანები, მათ ირგვლივ მობინადრე უამრავი მიკრობიც. ისინი მშვენივრად მრავლდებიან სითბოში და კვებითი
მოწამვლით გვაცნობენ თავს. მათ განსაკუთრებით უყვართ ხორცი, რძე, ყველი, კვერცხი და თევზი. არასწორი მომზადებისა და შენახვის შემთხვევაში ეს პროდუქტები კვებითი ინფექციების ძირითადი წყაროა.

კრემიანი ნამცხვრების მოყვარულთ უნდა ახსოვდეთ: კვერცხის ცილისგან მომზადებული კრემი საკვებად ვარგისია არა უმეტეს 72 საათის განმავლობაში, კარაქისგან მომზადებული - 36 საათის განმავლობაში,
ნაღების კრემი კი მომზადებიდან 6 საათში უნდა გამოიყენოთ. ამიტომ, როცა ოფიციანტს შეკვეთას აძლევთ, არ მოგერიდოთ კითხვა, სად მზადდება შემოთავაზებული ტკბილეული, თავისი სამზარეულო აქვს ამ დაწესებულებას თუ ნამცხვრები სხვა ადგილებიდან მოაქვთ.

და კიდევ: თუ შეამჩნიეთ, რომ კაფე მოუწესრიგებელი და დაულაგებელია, პროდუქტებს სიძველის იერი ან საეჭვო სუნი დაჰკრავს, სასწრაფოდ მოძებნეთ უკეთესი ადგილი - შესაძლებელია, სამზარეულოშიც იგივე ხდებოდეს. ჯანმრთელობისთვის სახიფათოა ხორცისა და თევზის კერძებიც, თუ ისინი ჰიგიენისა და კულინარიის წესების დაუცველადაა მომზადებული. მაგალითად, ხორცის მომზადებისას ნაჭრის სიღრმეში ტემპერატურა 80 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ სტეიკმა ჩანგლის ჩარჭობისას უფერო წვენი გამოუშვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომზადების პირობები დაცული არ არის. საზოგადოდ, კვებითი მოწამვლის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც არ აქვს შენახვის ხანგრძლივი ვადა: სოკოს, ბოსტნეულს, კონსერვს... იყავით ყურადღებით და ზაფხულის მშვენიერ დღეებს ვერაფერი გაგიფერმკრთალებთ.


ექიმის მოსვლამდე

საკვებით მოწამვლისას შესაძლოა შეგაწუხოთ მუცლის ტკივილმა, გულისრევის შეგძნებამ, მუცლის ყურყურმა, ღებინებამ. არც ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, თავბრუხვევა, სისუსტეა გამორიცხული. ექიმის მოსვლამდე აუცილებელია კუჭის ამორეცხვა ნელთბილი ანადუღარი წყლით. კარგი იქნება, თუ წყალს გააქტიურებულ ნახშირსაც დაუმატებთ. მომდევნო 1-2 დღის განმავლობაში ჩვეულ საკვებს თავი უნდა არიდოთ და წყალს, ნელთბილ ჩაის და ორცხობილას დასჯერდეთ.


სპრაიტი თუ მინერალური წყალი?

სიცხეში ორგანიზმი გამუდმებით რაიმე გამაგრილებელს გვთხოვს - ნაყინს, ყინულიან წვენს, ჩაციებულ გაზიან სასმელს... რითი მოვიკლათ წყურვილი? საუკეთესო საშუალება უდავოდ ცივი წყალია. შესანიშნავი არჩევანია მინერალური წყალიც. ის მხოლოდ სითხის დანაკარგს კი არ აღადგენს, იმ მინერალური მარილების მარაგსაც ავსებს, რომლებსაც ორგანიზმი ოფლთან ერთად კარგავს. მაშ, რაღა საჭიროა ტკბილი გაზიანი სასმელების ესოდენ ფართო ასორტიმენტი? წყურვილს მხოლოდ ის გაზიანი სასმელები კლავს, რომლებსაც აქვს მომჟავო-მოტკბო გემო და ნატურალური შაქრის საფუძველზეა დამზადებული. შაქრის შემცვლელები და დამატკბობლები პირში ისეთ გემოს ტოვებს, რომლის წყალობითაც სულ მალე ხელახლა შეგაწუხებთ წყურვილის შეგრძნება. და მაინც, ზომიერებას ნუ დაკარგავთ, ჭარბი ყველაფერი მავნებელია. საქმე ის არის, რომ ყველა “შუშხუნა” სასმელი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმიდან აძევებს კალციუმს. გაზიანი სასმელები არც მათთვისაა რეკომენდებული, ვინც კუჭ-ნაწლავს უჩივის.

გახსოვდეთ ისიც, რომ წყლის ჭარბი მიღებისას იმატებს გულისა და თირკმელების დატვირთვა. გარდა ამისა, რაც უფრო მეტს სვამთ, მით მეტი ოფლი გამოიყოფა. თუ გსურთ, წყურვილის მოკვლასთან ერთად სიამოვნებაც მიიღოთ, სვით წყალი მცირე ულუფებით. დილაობით ფინჯანი ლიმონიანი ჩაი სადილობამდე დაგარწყულებთ. ლიმონმჟავა ახალისებს და აცოცხლებს ორგანიზმს, ბალახეული ექსტრაქტები კი, რომლებსაც ჩაი შეიცავს, მაღლა სწევს ტონუსს და იმუნურ სისტემასაც ძალიან უხდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მსგავსი სიახლეები
სწორი კვება გულისხმობს რამდენიმე მარტივ წესს:
23-05-2019
ხშირად დაბადების დღისა თუ სხვა დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო სუფრასთან მოხვედრა გვიწევს.
05-02-2019
მილიარდობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად იმისათვის,
05-11-2018
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
სწორი კვება გულისხმობს რამდენიმე მარტივ წესს:
ბრინჯის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა სიმსუქნის განვითარების რისკი შეამციროს.
ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულის მსუბუქი სუპია. ბოსტნეულის ხარშვისას, ბულიონში ხვდება
ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედი ჩვენს მიერ მიღებული საკვებისგან ფორმირდება. ხარისხიანი საკვები საშენი
თუ ხანშიშესული ადამიანი რეგულარულად ივარჯიშებს (ზომიერ რეჟიმში) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად