ჭარბი წონა და სიმსუქნე შეიძლება ავადმყოფობით იყოს გამოწვეული, თუმცა ასეთი შემთხვევები მხოლოდ 5%-ს შეადგენს, უმეტესად კი მიზეზი არასწორი ცხოვრების წესი, კვების რეჟიმის დარღვევა და უნებისყოფობაა.
და მაინც, სასურველია გაირკვეს სიმსუქნის მიზეზები, ამისათვის პირველი სპეციალისტი, რომელთან ვიზიტიც აუცილებელია, არის ენდოკრინოლოგი.
ჩააბარე ანალიზები
წონის მატება საკმაო საფუძველია იმისთვის, რომ ექიმს მიმართოთ. თავდაპირველად აუცილებელია, გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. უნდა
უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს მთავარი ჯირკვალი - ჰიპოფიზი. უნდა ჩატარდეს ანალიზი ჰიპოფიზის ჰორმონებზე, თავის ქალას რენტგენოგრაფია და გაიზომოს ქალაშიდა წნევა. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად აუცილებელია მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ურიგო არ იქნება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი შაქრიანი დიაბეტისა და ღვიძლის პრობლემების გამოსარიცხად.
შესაძლოა, ექიმმა სასქესო ჰორმონების გამოსაკვლევად სისხლის ჩაბარება გირჩიოთ - მამაკაცური ჰორმონების დეფიციტის შემთხვევაშიც (დიახ, დიახ, ისინი ქალებსაც აქვთ!) მოსალოდნელია წონის მატება. ნუ იფიქრებთ, რომ ენდოკრინული დაავადებით გამოწვეული სიმსუქნე საბედისწერო გარდაუვალობაა. სიმსუქნე წარმატებით იკურნება როგორც შაქრიანი დიაბეტის, ისე ფარისებრი თუ თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების დროს. მაგრამ მხოლოდ მედიკამენტებით აქ ვერაფერს გახდებით - მოგიწევთ ნაკლები ჭამა, მეტი მოძრაობა. შიმშილობა საჭირო არ არის, რაციონის შეზღუდვა კი აუცილებელია.
დიაბეტის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები და ძნელად ასათვისებლით შეიცვალოს, თუმცა აქაც ზომიერება უნდა დაიცვათ. ნუ მიეძალებით ტკბილეულს, რომელიც სამკურნალო კვების განყოფილებაში იყიდება: თუ ისინი შაქარს არ შეიცავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათი მიღება შეუზღუდავად შეიძლება.