კვება წნევის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

კვება წნევის დროს

კვება წნევის დროს
სხვადასხვა დაავადებისას მნიშვნელოვანია სამკურნალო კვება. არსებობს სხვადასხვაგვარი დიეტა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ დაავადების დროს კვებით რაციონს. სამკურნალო კვება ჰიპერტონიული დაავადების დროს

ჰიპერტონიისას უმნიშვნელოვანესია საკვების შერჩევა სამკურნალო დანიშნულებით. სამკურნალო დიეტა ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას და მაღალი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას.

დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულია
სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა. რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს კალიუმის, მაგნიუმის მარილებით, ჩ, P და B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (მეთიონინი, ქოლინი), უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებითა და მიკროელემენტებით, მათ შორის - ორგანული იოდით. კვების მნიშვნელოვანი პირობაა ზომიერება. დღის განმავლობაში მისაღები საკვები
უნდა გაანაწილოთ ტოლ ულუფებად (არანაკლებ 4-5 კვება დღეში), ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ დაძინებამდე არა უგვიანეს 2 საათით ადრე. საკვები მზადდება უმარილოდ, მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით, შესაძლებელია დღეში 3-5 გრამი სუფრის მარილის მიღება. დღის განმავლობაში მისაღები თავისუფალი სითხის საერთო რაოდენობა (წვნიანი კერძების ჩათვლით) 1,5 ლიტრია. პროდუქტები იხარშება ან მზადდება ჰაერღუმელში, უცხიმოდ. ნებადართულია შემდეგი პროდუქტები და კერძები:


პური და ცომეული


ნებადართულია ჭვავის პური, უხეშად დაფქული ფქვილით გამომცხვარი პური, უცხიმო ნამცხვარი (“პეჩენია”) (ჭარბი წონისკენ მიდრეკილებმა უნდა შეამცირონ ცომეულის მიღება).


წვნიანები

მიირთვით ძირითადად ვეგეტარიანული, ბოსტნეულის (კომბოსტოს, ჭარხლის წვნიანი), ბურღულეულისა და რძის პროდუქტებისგან დამზადებული წვნიანი. უცხიმო ხორცსა და თევზის სუსტ ნახარშზე დამზადებული წვნიანი შეიძლება მიიღოთ მხოლოდ 2-3-ჯერ კვირაში.


ხორცი

რეკომენდებულია საქონლის, ხბოს, ბატკნის, ღორის, ქათმის, ინდაურის უცხიმო ხორცი, მოხარშული ან ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული.


თევზეული


ნებადართულია ყველა სახის თეთრი, უცხიმო თევზი.


კვერცხი

შეგიძლიათ მიირთვათ დღეში მხოლოდ 1 კვერცხი ნებისმიერი სახით.


ბოსტნეული და მწვანილი

მიირთვით სხვადასხვა სახის ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, პომიდორი, ბადრიჯანი), ნებადართულია აგრეთვე ხახვი, ნიორი, კამა, ოხრახუში, შეზღუდეთ კიტრი, მჟავე კიტრი, ლობიო, ბარდა, მუხუდო, თალგამი, ბოლოკი, მჟაუნა, სოკო, ისპანახი.


ხილის წვენები და ხილი

მიირთვით ნებისმიერი ხილი. შეზღუდეთ ყურძნისა და მისი წვენის მიღება.


ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი

რეკომენდებულია შვრიის (“ჰერკულესის”), წიწიბურას, მაკარონის და ვერმიშელის ფაფები და პუდინგები. ჭარბი წონისაკენ მიდრეკილებისთვის ამ პროდუქტების მიღება უნდა შეიზღუდოს.


რძე და რძის პოდუქტები

უცხიმო ნატურალური რძე, ხაჭო, კეფირი, მაწონი, უმარილო ყველი. შეზღუდეთ არაჟანი, ნაღები, ნაყინი.


ცხიმები

რეკომენდებულია ძირითადად მცენარეული წარმოშობის ცხიმები (30 გრამი დღეში). ნებადართულია კარაქი ან ერბო, დღეში მხოლოდ 20 გრამი.


ტკბილეული

ნებადართულია შაქარი (50 გრამი დღეში), თაფლი, მურაბა, ჯემი შაქრის ნაცვლად; ჭარბი წონის დროს ეს პროდუქტები უნდა შეიზღუდოს.


სასმელები

ნებადართულია სუსტი ჩაი, ჩაი რძით, ყავა, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, განსაკუთრებით რეკომენდებულია ასკილის ნაყენი, მინერალური უგაზო სასმელი ექიმის რჩევით.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე ავადმყოფებისთვის განსაკუთრებით მიზანშეწონილია: უმი ხილი (ბანანი, ანანასი, გარგარი, ატამი, ასკილი, ქიშმიში, გარგარისა და შავი ქლიავის ჩირი) და ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო), კალიუმის მარილებითა და მაგნიუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები (შვრია, წიწიბურა, ნიგოზი, ნუში), ზღვის პროდუქტები, რომლებიც, გარდა ზემოთ ნახსენები მარილებისა, შეიცავენ ორგანულ იოდს (ზღვის კომბოსტო და მიდიები).


ჰიპერტონიული დაავადების დროს რეკომენდებული დიეტის ერთი დღე

მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ: თეთრი პური - 150გ, ჭვავის პური - 150გ, შაქარი - 50გ, კარაქი -10გ.

საუზმე
მოხარშული ხორცი - 55გ.
ზეთზე დამზადებული “ვინეგრეტი” - 180გ.
ჩაი რძით - 189გ.

მეორე საუზმე
მოხარშული ქათმის ხორცი ბრინჯით.
ბოსტნეულის სალათა.
ჩაი, პური.

სადილი
ვეგეტარიანული წვნიანი მაწვნით - 500გ.
მოხარშული ხორცის კერძი და მოხარშული კარტოფილი - 55-100გ.
ჟელე - 10გ.

სამხარი
ჰაერღუმელში უცხიმოდ მომზადებული თევზი - 85გ.
ფლავი ხილით - 180გ.
ჩაი რძით - 180გ.

ვახშამი
მაწონი - 200გ.
როდესაც ჰიპერტონიულ დაავადებას თან ერთვის ათეროსკლეროზი, კუჭ-ნაწლავისა და სხვა თანმხლები დაავადებები, დიეტის კორექცია ექიმის პრეროგატივაა. სასურველია სხვადასხვა სახის განტვირთვის დღეების ჩართვა:

ხაჭოს დღე: 500გ ხაჭო, 2 ჭიქა მაწონი, გაანაწილეთ 5 ულუფად.

მაწვნის დღე: 1,5ლ მაწონი გაანაწილეთ 5 ულუფად.

საზამთროს დღე: 1,5კგ საზამთრო გაყავით 5 ულუფად.

გარგარის ჩირის დღე: 500გ გარგარი დაალბეთ წყალში და გაყავით 5 ულუფად. 3 ჭიქა ასკილის ნაყენი, სუსტი ჩაი.

რძის დღე: მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ 5 ჭიქა რძე;

2-1,5კგ უმი ბოსტნეული (უმარილოდ) და ხილი მცენარეული ზეთის დამატებით, 2 ჭიქა სუსტი ჩაი - გაანაწილეთ 4-5 მიღებად.

ძირითადი და თანმხლები დაავადებების მიხედვით, აგრეთვე ინდივიდუალური თავისებურების, ნაციონალური სამზარეულოს გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლებელია შესწორებები და დამატებები შეიტანოს დიეტაში, განსაკუთებით, როცა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მსგავსი სიახლეები
გავრცელებული მოსაზრებით, საუზმე უნდა იყოს ნოყიერი, რათა დღის განმავლობაში ნაკლები საკვები მივიღოთ,
18-02-2019
არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში.
16-02-2019
ცოტა ხნის წინ ამერიკის კარდიოლოგიის ასოციაციამ არტერიული წნევის ნორმები შეცვალა. ადრე კრიტიკულად
15-02-2019
დიეტოლოგია
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
კატეგორიის სხვა სტატიები
მწარე შოკოლადს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მას ადვილად მოჰყავს ადამიანი ტონუსში, ზრდის თავის ტვინის
გავრცელებული მოსაზრებით, საუზმე უნდა იყოს ნოყიერი, რათა დღის განმავლობაში ნაკლები საკვები მივიღოთ,
არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში.
ჯანსაღი კვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები ცნობილია: მეცნიერები
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
როგორც გამოცემა Science Advances იუწყება, ნაგოის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ტაკაო იასუის
პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რამე
სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას.