უჯრედისით მდიდარი საკვები, გულის დაავადებათა რისკს 40 %-ით ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უჯრედისით მდიდარი საკვები, გულის დაავადებათა რისკს 40 %-ით ამცირებს

საკვები ბოჭკოების რეგულარულად გამოყენებასა და გულის შეტევებს შორის. კვლევებით ნაჩვენებია, რომ მას, ვინც რეგულარულად მიირთმევს უჯრედისით მდიდარ საკვებს, გულის დაავადებათა აღმოცენების 40 %-ით ნაკლები რისკი აქვს.

უჯრედისით მდიდარი საკვები აქვეითებს არტერიულ წნევას, ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს ინსულინისადმი მგრძნობელობას, აცხრობს ანთებას, რაც მთლიანობაში ამცირებს გულის დაავადებათა აღმოცენების რისკს. ბოლო კვლევით მეცნიერებმა აჩვენეს, რომ თირკმელებში არსებული ყნოსვის რეცეპტორი (Olfr 78), რომელიც ასევე ცხვირშიცაა წარმოდგენილი, ფაქტობრივად, ინფორმაციას იღებს ნაწლავთა ბაქტერიებისგან, რომლებიც არეგულირებს არტერიულ წნევას. Scientific American-ის განცხადებით, ეს აიხსება იმით, რომ მიკრობიომი ერთგვარ კავშირშია თირკმელებთან და სისხლძარღვებთან, რათა მოლეკულურ დონეზე მოხდეს ორგანიზმში სისხლის დინების დარეგულირება.

უჯრედისის ფერმენტაციის დროს წარმოიქმნება აცეტატი და პროპიონატი. სწორედ მათ "სუნს" შეიგრძნობს დასახელებული რეცეპტორი. მეცნიერებმა გაარკვიერს, რომ აცეტატისა და პროპიონატის 99 % ბაქტერიების მიერ მათი კვებისას გამოიყოფა, შესაბამისად, ბაქტერიები Olfr 78- რეცეპტორის ერთადერთი და მნიშვნელოვანი აქტივატორები არიან, რაც საბოლოო ჯამში სისხლის წნევის რეგულაციასთან მჭიდრო კავშირშია.

შეგახსენებთ, რომ უჯრედისი წარმოდგენილია ხსანდი და უხსნადი ბოჭკოებით. ხსნადი უჯრედისით მდიდარია, მაგალითად, კიტრი, პარკოსნები, ნიგოზი, მაყვალი. ამ ტიპის უჯრედისი გელისმაგვარ ტექსტურად გარდაიქმნება, რაც ეხმარება საჭმლის მონელების შენელებას, განაპირობებს ხანგრძლივად დანაყრების შეგრნებას და ეფექტურია ჭაბრ წონასთან საბრძოლველად.

უხსნადი უჯრედისი წარმოდგენილია მუქი მწვანე ფერის ბოსტნეულში, მწვანე ლობიოში, სტაფილოში, ნიახურში, უხსნადია და ამ სახით გადის ნაწლავებში. მოცულობას ჰმატებს ფეკალურ მასებს, ეხმარება ნაწლავებში მათ გადაადგილებას, ასტიმულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას, ნაწლავებში გადაადგილებისას კი აგროვებს მათ კედელზე არსებულ (მიმაგრებულ) ნაწილაკებს, არა და სწორედ მსხვილი ნაწლავის კედლებზე მიმაგრებული (შერჩენილი) საკვები ნაწილაკები იწვევს ტკივილს, შებერილობას და სხვა პრობლემებს.

თინათინ გოცაძე