ზამ­თარ­ში წო­ნა რომ არ მოვიმატოთ - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამ­თარ­ში წო­ნა რომ არ მოვიმატოთ - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი

უმეტესად ბურღულეულის  გამოყენებასთან, რადგანაც ადამიანები გადადიან ნახშირწყლებზე, კარტოფილზე, პურეულზე. "ამ პროდუქტების გამოყენებას უმეტესად ჩვენი უდროობა იწვევს, ვიდრე ვთქვათ, ცოცხალი სალათების, წვნიანების მიღება. ხშირ შემთხვევაში, ხილი, როგორც დანაყრების საშუალება, არ ჰყოფნით, რა დროსაც სახამებელი - ცომეული, კარტოფილი ბევრად აქტუალური ხდება. გარდა ამისა, საქართველოს პირობებში აქტუალურია კონსერვირებული საკვები - ხილი და ბოსტნეული, მათი გამოყენებაც იწვევს აღნიშნულ პრობლემას, წონის მატებას, რადგანაც მასში დიდი რაოდენობით არის შაქარი, მარილი და ცხიმი", - აცხადებს ენდოკრინოლოგი.

ლაშა უჩავას თქმით, ზამთრისთვის შენახული პროდუქტები წონის მატებისთვის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. "იმისათვის, რომ თან ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ორგანიზმი ინფექციებისა და ვირუსებისადმი მდგრადი გავხადოთ, გარდა ამისა, ეს პრობლემა წონაზე არ აისახოს, უმჯობესია, ის პროდუქტები მივიღოთ, რაც ამ სეზონზე გვაქვს. ბუნება ძალიან გვანებივრებს ასეთი პროდუქტებით და სეზონურად გვაქვს ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც აუცილებელია. სასურველი იქნება, თუ რაციონში ამ პროდუქტებს გამოვიყენებთ, მით უმეტეს, ვიცით, რომ ზამთრის პერიოდი, 7 იანვრამდე შობის მარხვასაც მოიცავს. ამ დროს ხორცის და რძის პროდუქტების გამოყენება მმარხველებისთვის აკრძალულია, თუმცა ეს ერთგვარი განტვირთვაც არის. ამასთან, ამ ხილის და ბოსტნეულის მიღება უკვე მზადებაა გაზაფხულის სეზონისთვის, რომ ორგანიზმი ზაფხულის სეზონს მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი შეხვდეს. ზამთრის კვებაში ყოველდღიურ რეჟიმში ძირითადი რეკომენდაცია ციტრუსის, კომბოსტოს და სტაფილოს ჩართვაა, რომ როგორც ყველა სეზონზე, ზამთარშიც შეზღუდული იყოს ცომეული და კარტოფილი, რათა არ მოხდეს წონის მატება და შესაბამისად, ავცდეთ ათასგვარ ინფექციას", - განმარტავს ენდოკრნოლოგი. ექიმის მიერ ზამთრისთვის შერჩეული დიეტის სანახავად გადადით ლინკზე