რატომ არ მუშაობს დიეტა 50 წლის ზემოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ მუშაობს დიეტა 50 წლის ზემოთ

პიროებებში ზედმეტ კილოგრამებს კრეფენ. ასაკთან ერთად გროვდება პრობლემები, რომელიც გახდომაში ხელს გვიშლის.

ქრონიკული დაავადებები - აღრმავებს ჭარბი წონის პრობლემას. წონის ეფექტურად დასაკლებად აუცილებელია ქრონიკული დაავადებების კონტროლი, რათა ექიმების ზედამხედველობის ქვეშ მივაღწიოთ სტაბილურ მდგომარეობას (რემისია).

ჰორმონული პაუზა - საუბარია ქალებში მენოპაუზაზე, ხოლო მამაკაცებში მსგავს მდგომარეობაზე - ანდროპაუზაზე. წლების განმავლობაში ქვეითდება ჰორმონმაპროდუცირებელი სასქესო ორგანოების ფუნქცია (სათესლე მამაკაცებში, საკვერცხე ქალებში). ამის გამო ძლიერ სქესში ქვეითდება ტესტოსტერონი, ხოლო ქალებში - პროგესტერონი. მაგრამ ბუნებამ კომპენსაციური მექანიმზმიც გაითვალისწინა. როდესაც სასქესო ფუნქცია ქრება, ჰორმონები გამომუშავდება ცხიმოვან ქსოვილებში. ამასთან, რაც ნაკლებად მუშაობს სასქესო ჯირკვლები, მით აქტიურად იზრდება ცხიმი. ამ პირობებში ქალებმა რეგულარულად უნდა მიმართონ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს, მამაკაცებმა ანდროლოგ-უროლოგს. შეიძლება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის საკითხი დადგეს. ჰორმონების დეფიციტი არა მარტო სიმსუქნის საშიშროებას ქმნის, არამედ იწვევს მეტაბოლური სინდრომის განვითარებას (შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი).

კორტიზოლის დონის ზრდა - წლების განმავლობაში ეს კომპენსატორულად მიმდინარეობს, როგორც სასქესო ჰორმონების გამომუშავების შემცირებაზე პასუხი. კორტიზოლი შფოთვის და სტრესის ჰორმონია, რომელიც გამომუშავდება თირკმელზედა ჯირკვალში. ეს ჰორმონი გვეხმარება ტონუსში ყოფნაში, სწრაფად გაღვიძებაში, გარემოში უკეთ ადაპტირებაში. მაგრამ მისი სიჭარბისას, ის ბლოკავს სასქესო ჰორმონებს და იწვევს გულის ცემის სიხშირის გაზრდას, არტერიული წნევის მატებასა და სიმსუქნეს. ჩვენ წლების მატებასთან ერთად, კორტიზოლის დონის მატების შეჩერება არ შეგვიძლია, მაგრამ საჭიროა:

· ვაკონტროლოთ საკუთარი ფისიქიკური რეაქციები აუტოტრენინგის, მედიტაციის, ფსიქოლოგთან მუშაობის, ნევროლოგის მეთვალყურეობით დამამშვიდებელი საშუალებების მიღების საშუალებით.

· სრულფასოვანი ძილი. 7-8 საათზე ნაკლები ძილი ზრდის სტრესის ჰორმონის დონეს.

დაბალი ფიზიკური აქტივობა - ასაკთან ერთად ვკარგავთ კუნთოვან მასას და რადგანაც კუნთები ენერგიის ყველაზე მძლავრი მომხმარებელია, წარმოიქმნება კალორიის სიჭარბე, რაც ცხიმად გარდაიქმნება. ეს არა მარტო სიმსუქნეს გვიქადის. კუნთების ატროფიას პირველ რიგში მწყობრიდან გამოჰყავს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი და შემდგომში დანარჩენი ორგანოები და სისტემები. ამიტომ ასაკი არ არის მიზეზი ვარჯიშის დასავიწყებლად, საჭიროა მეტი მოძრაობა, რადგანაც კუნთი ის ქსოვილია, რომლის აღდგენაც შესაძლებელია.

აპათია - როდესაც ჭარბ წონასთან ბრძოლაზე საუბრობენ, ჩვეულებრივ გულისხმობენ საკვებსა და ვარჯიშს და ნაკლები ყურადღება ეთმობა ფსიქოლოგიურ ფაქტორს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 50 წლის შემდეგ ერთი შეხედვით სიხარულისთვის ნაკლები საბაბია: დაავადებები, ენერგიის დაქვეითება, ახალგაზრდა თანამშრომლებთან კონკურენცია ძლიერდება სამსახურში, გაზრდილ შვილებთან დაშორება, მშობლების და ახლობლების გარდაცვალება. ხშირად ადამიანები წონაში იმატებენ. უბრალოდ დარდის, მარტოობის, შიშის და არასაჭიროების განცდის გამო ჭარბად იკვებებიან, რადგანაც საჭმელი სიამოვნების ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი წყაროა, ზოგიერთისთვის კი ერთადერთი.

აპათიის დასაძლევად ნებისმიერ ასაკში სიცოცხლისთვის მოტივაცია უნდა მოიძებნოს. ხანდაზმული ადამიანებისთვის აუცილებელია, რომ არ შეიზღუდონ ცხოვრება ოთხ კედელში, იყვნენ კოლექტივში, მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ არა მარტო თანატოლებთან, ახალგაზრდებთანაც.

არასწორი კვება - სახიფათოა არა მარტო მაღალკალორიული საკვები, არამედ მკაცრი დიეტებიც, რადგანაც წლებთან ერთად სასქესო ჰორმონები მხოლოდ ცხიმოვან ქსოვილში გამომუშავდება, ცხიმის გარკვეული მარაგი 50 წლის შემდეგ სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ ზომიერებაა საჭირო, რამეთუ ჭარბი წონა მხოლოდ ესთეტიური პრობლემა როდია.

ლალი ჩხიკვაძე