რომელი პროდუქტები „გაგვათბობს“ ცივ ამინდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტები „გაგვათბობს“ ცივ ამინდში

დაკავშირებული პრობლემები, ყველაზე თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი ვერ გვიშველის. ამიტომ ზამთარში საჭიროა არა მარტო კალორიული, არამედ ძალიან კალორიული საკვების მიღება, რადგანაც 1 გრ ცხიმი ჩვენ გვაძლვს 9 კკალ, ხოლო 1 გრ ნახშირწყლები და ცილები - 4 კკალ. ამდენად ცივ ამინდში რაციონში კარგი იქნება ცხიმის ჩართვა.

ასევე საყურადღებია ისეთი პროდუქტები, რომლებიც მდიდარია С, B, А ვიტამინებით. სიცივეში ორგანიზმისთვის აუცილებელია იოდი, კალიუმი, მაგნიუმი, ამინომჟავები.

წიწიბურა - შეიცავს რუტინს, რომელიც აუცილებელია კარგი სისხლის მიმოქცევისთვის და ჯანმრთელი, ელასტიური სისხლძრღვებისთვის. გარდა ამისა, რუტინი აძლიერებს სხვა სასარგებლო ელემენტების მოქმედებას, მაგალითად С ვიტამინის. წიწიბურა შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და შეუცვლელ ამინომჟავებს, კერძოდ, კარგი განწყობისთვის აუცილებელ ტრიფტოფანს.

მჟავე კომბოსტო - С ვიტამინის ზამთრის ძირითადი და შეუცვლელი წყაროა. ეს უკანასკნელი თავის მხრივ, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. კომბოსტო ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს და სტრესისადმი მდგრადობას, ხელს უწყობს ქსოვილების გაახალაზრდავებას.

ფრინველის ცხიმიანი ხორცი - ბატის და იხვის ხორცი ზამრთის პერიოდში ნამდვილი სათბურივითაა. ის კალორიულია, ცილასაც ბევრს შეიცავს და ცხიმიანიცაა. გარდა ამისა, ბატის ხორცი ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს: კალციუმი, თუთია, რკინა, B ჯგუფის ვიტამინები (В6, В1, В2), А და С ვიტამონები. ბატის ხორცის რეგულარული მიღება ამშვიდებს კუჭს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, აქვს დიარეის საწინააღმდეგო ეფექტი და აუმჯობესებს ელენთის მუშაობას.

ბროწეული - რაციონში მუდმივად უნდა ჩავრთოთ ზამთრის ცივ დღეებში. იგი С ვიტამინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, იცავს ორგანიზმს ინფექციისა და გაციებისგან, დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, აგრეთვე ბროწეული ამაგრებს წვრილ სისხლძარღვებს.

ზღვის კომბოსტო - იოდის ნაკლებობისას მუდმივ შემცივნებას განიცდის ორგანიზმი, თბილ შენობაშიც კი. ზღვის კომბისტოს საშუალებით შესაძლებელია ვიტამინებთან ერთად ამ მნიშვნელოვანი ელემენტის ნაკლებობის შევსება და იმუნიტეტის ამაღლება.

ცხიმიანი თევზი - ზამთრის რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. თევზი ორგანიზმში ავსებს D ვიტამინის სეზონურ ნაკლებობას. ცხიმიანი თევზი მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, რადგანაც მისი მეშვეობით გამომუშავდება ამინომჟავა ტრიფტოფანი.

შვრია - ძალიან მნიშვნელოვანია წელიწადის ცივ პერიოდში ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რადგანაც იგი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს. ამ უკანასკნელის წყალობით ვიმუხტებით კარგი განწყობით, ტვინიც ფხიზელ მდგომარეობაშია, მიუხედავად დღის ხანმოკლე ხანგრძლივობისა. გარდა ამისა, შვრია შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც დიდ ხანს მუშაობს და მინიმუმ შუადღემდე გაგვათბობს. ამდენად შვრიის ფაფა საუზმეზე - ცივი ამინდისას, დღის შესანიშნავია დასაწყისია.

კარტოფილი - სისხლძარღვების პრობლემებისას, პირველად ხელისა და ფეხის თითები ზარალდება. სისხლძარღვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიირთვით კარტოფილი. ის შეიცავს С ვიტამინსა და კალიუმს. ამასთან, კარტოფილი საკმოად კალორიულია, რაც დიდი ხნით დანაყრებას უზრუნველყოფს.

ლალი ჩხიკვაძე