სიბერის შემაფერხებელი პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიბერის შემაფერხებელი პროდუქტები

ბერდება.

არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, გავლენას ახდენს სხვადასვა ფიზიოლოგიურ პროცესზე, მათ შორის დაბერებაზეც.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი კვებაა. არსებობს უამრავი პროდუქტი, რომელიც აჯანსაღებს ორგანიზმს და აფერხებს დაბერების პროცესს. ესენია:

ბროკოლი - მას სპეციალისტები სიბერესთან ბრძოლის იდეალურ საშუალებად მიიჩნევენ. ბროკოლში უხვადაა ანტიოქსიდანტები, კაროტინოიდები და C ვიტამინი. ეს ბოსტნეული რაც შეიძლება ხშირად უნდა მიირთვათ;

ნესვი - შეიცავს C ვიტამინს და ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის, ელასტინის შენარჩუნებას, გააჩნია დამატენიანებელი ეფექტი, ხელს უშლის კანის დაბერებას;

ხახვი - წმენდს სისხლს, აქვეითებს ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, სასარგებლო ნივთიერებათა შემცველობის წყალობით აფერხებს დაბერების პროცესს;

ნიგოზი და ნუში - ორივე მდიდარია ლიზინით, რომელიც უნარჩუნებს ტვინს ფუნქციობას და ახალგაზრდობას. ნუშში 5-ჯერ მეტი სასარგებლო საკვები ნივთიერებაა, ვიდრე კვერცხში და 9-ჯერ მეტი - ვიდრე რძეში;

კივი - მდიდარია P ვიტამინით, რომელიც იცავს სისხლძარღვებს, მასში შემავალი მინერალები, ცილები და ლიპიდები აფერხებს დაბერების პროცესს, იცავს ადამიანის ორგანიზმს პათოლოგიებისგან;

დაბერების პროცესის შენელებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ასევე კვერცხი, რძე, სოკო, ზღვის პროდუქტები, შოკოლადი, სტაფილო, ისპანახი, პომიდორი, კომბოსტო და ციტრუსები.

თინათინ გოცაძე