რა უნდა გაითვალისწინოთ მანდარინის ჭამისას
გავნოთ, თუ არ გაითვალისწინებთ რამდენიმე რჩევას.
გამოყენების წინ მანდარინი აუცილებლად კარგად უნდა გარეცხოთ. ზოგს ჰგონია, რომ რადგან რბილობი ქერქითაა დაფარული, ციტრუსი გარეცხვას არ საჭიროებს. არა და სწორედ მანდარინის ქერქზე (კანზეა) ბაქტერიები, პარაზიტები და სხვადასხვა არასასურველი ნივთიერებები. ისინი გაფცქვნის პროცესში რბილობზე ხვდება, შემდეგ კი ჩვენს ორგანიზმში ინაცვლებს. არ შეიძლება მანდარინის კბილებით გაფცქვნაც.
მეორე საფრთხე მანდარინის ფერშია. მწვანე ლაქებიანი გარეკანი ციტრუსის ავადმყოფობაზე მიანიშნებს. ნატურალური ცვილისებრი ბზინვარება იმას ადასტურებს, რომ მანდარინი ფუნგიციდებითაა დამუშავებული. Aამას ხშირად მიმართავენ ცირტრუსის სოკოებისაგან დასაცავად. დიდი რაოდენობით ფუნგიციდები თირკმელებს აზიანებს. მათი მავნე ზემოქმედება განსაკუთრებით ძლიერდება ალკოჰოლის მოხმარებისას.
მანდარინის ზედაპირი ბუნებრივად ხაოიანი (არაგლუვი) უნდა იყოს. არ არის სასარგებლო ორგანიზმისათვის მოყინული მანდარინის გამოყენებაც. ასეთ პროდუქტზე თითის დაჭერისას ჩაღრმავებები რჩება, მანდარინი წვნიანი გვეჩვენება, სინამდვილეში კი ეს იმას ნიშნავს, რომ ციტრუსი მოყინულია. ასეთი ნაყოფის საკვებად გამოყენება არარეკომენდებულია.
თინათინ გოცაძე