9 საინტერესო ფაქტი ყავის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

9 საინტერესო ფაქტი ყავის შესახებ

თუ გიყვართ დასახელებული სასმელი, თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება 9 ფაქტი მის შესახებ:

1) ყავის დალევა დილაობით, გაღვიძება-გამოფხიზლების მიზნით, არ არის საჭირო!

ადამიანის ორგანიზმში დილაობით ბუნებრივად გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სიფხიზლის, სიმხნევისა და სიჯანსაღის შეგრძნებას განაპირობებს. აღნიშნული პროცესი განპირობებულია ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებით, ე.წ. ცირკადული (დღეღამური) რიტმით. ასე რომ, თუ მიჩვეული ხართ დილაობით გაღვიძება-გამოფხიზლებისათვის ყავის დალევას, ამ მეთოდს აზრი არ აქვს! უმჯობესია, დაიცადოთ და როდესაც კორტიზოლის დონე სისხლში დაქვეითდება (ეს დაახლოებით დილის 9-10 საათისთვის ხდება), შემდეგ მიირთვათ თქვენი საყვარელი სასმელი!

2) ყავა არ განაპირობებს ორგანიზმის გაუწყლოებას!

ყავის მოყვარულთათვის ეს სასიხარულო ინფორმაციაა. კოფეინს დიდი ხნის მანძილზე შარდმდენ თვისებას მიაწერდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. თუ თქვენ დღის განმავლობაში ყავას დიდი რაოდენობით არ სვამთ (500-600 მგ-ზე ანუ ორ ფინჯანზე მეტს დღეში), არანაირი ნეგატიური შედეგები არ გამოვლინდება. კვლევებმა აჩვენა, რომ დიურეზი არსებითად არ იცვლება იმის გამო, რომ ადამიანი კოფეინის შემცველ სასმელებს მიირთმევს. ამგვარად, თუ თქვენ ყავას ზომიერად სვამთ დღის განმავლობაში, ორგანიზმის გაუწყლოება არ გემუქრებათ!

3) ყავის აღმოჩენა ეთიოპიელ თხებს უკავშირდება

ლეგენდის თანახმად, პირველად ყავის გამოყენება ეთიოპიელმა მწყემსებმა დაიწყეს, ნახეს რა იმ თხების ქცევა, რომლებიც სიამოვნებით ღეჭავდნენ აღნიშნული მცენარის ნაყოფს.

4) ყავა გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დღეგრძელობაში

ყავა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აქტიურად ებრძვის თავისუფალ მავნე რადიკალებს. ეს უკანასკნელი კი არაერთი მძიმე დაავადების მთავარი გამომწვევი მიზეზია. სპეციალისტთა განცხადებით - ყავის მოყვარულებს ნაკლებად ემუქრებათ ისეთი პათოლოგიების განვითარება, როგორებიცაა პარკინსონისა და გულის დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი.

5) ყავა შეიცავს ორგანიზმისათვის მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს

ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს რიბოფლავინის (B2 ვიტამინი) რეკომენდებული დღეღამური დოზის 11%-ს, პანთოტენის მჟავას (B5 ვიტამინი) 6%-ს, მანგანუმისა და კალიუმის 3%-ს და მაგნიუმისა და ნიაცინის 2%-ს.

6) ყავა ეხმარება ცხიმების წვას

კვლევებით დადგენილია, რომ კოფეინი ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმს 3-დან 11%-ით ზრდის. კოფეინი ერთ-ერთი გამორჩეული ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმაროთ.

7) კოფეინი სინამდვილეში კრისტალებია

ყავის მთელი ეფექტი ორგანიზმში კოფეინის უმცირესი (დაახლოებით 0,0016 დიუმის ზომის) კრისტალების მოხვედრის შედეგია. სიმცირის მიუხედავად, აღნიშნულ კრისტალებს აქტიური მოქმედების უნარი აქვთ. ორგანიზმში მოხვედრისას კოფეინი სწრაფად იწყებს მოქმედებას. ყავის დალევისას, პირველი ყლუპიდან კოფეინის მოქმედებამდე, სულ ათიოდე წუთი გადის. შეგახსენებთ, რომ ყავა წითელი, ყვითელი ან მწვანე შეფერილობის ნაყოფის მარცვლებია.

8) ყავა სასარგებლოა ღვიძლისათვის

სპეციალისტთა განცხადებით, ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი 80%-ით ნაკლებად ემუქრება მათ, ვინც დღეში 2-3 ჭიქა ყავას მიირთმევს.

9) ყავა აუმჯობესებს სპორტული ვარჯიშის შედეგებს

კოფეინი ზრდის ადრენალინის დონეს სისხლში, ცხიმოვანი ქსოვილიდან ათავისუფლებს ცხიმოვან მჟავებს, რასაც, საბოლოოდ, კარგი შედეგები მოაქვს მათთვის, ვინც ყავას ვარჯიშის დაწყებამდე მიირთმევს.