9 საინტერესო ფაქტი ყავის შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

9 საინტერესო ფაქტი ყავის შესახებ

9 საინტერესო ფაქტი ყავის შესახებ
ბევრი ადამიანი დილას ყავით იწყებს. ყავა ზოგისთვის ერთგვარი რიტუალია, დღის წესი და დიდი სიყვარული... თუ გიყვართ დასახელებული სასმელი, თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება 9 ფაქტი მის შესახებ:

1) ყავის დალევა დილაობით, გაღვიძება-გამოფხიზლების მიზნით, არ არის საჭირო!


ადამიანის ორგანიზმში დილაობით ბუნებრივად გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც სიფხიზლის, სიმხნევისა და სიჯანსაღის შეგრძნებას განაპირობებს. აღნიშნული პროცესი განპირობებულია ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებით, ე.წ. ცირკადული (დღეღამური) რიტმით. ასე რომ, თუ მიჩვეული ხართ დილაობით გაღვიძება-გამოფხიზლებისათვის ყავის დალევას, ამ მეთოდს აზრი არ აქვს! უმჯობესია, დაიცადოთ და როდესაც კორტიზოლის დონე სისხლში დაქვეითდება
(ეს დაახლოებით დილის 9-10 საათისთვის ხდება), შემდეგ მიირთვათ თქვენი საყვარელი სასმელი!


2) ყავა არ განაპირობებს ორგანიზმის გაუწყლოებას!

ყავის მოყვარულთათვის ეს სასიხარულო ინფორმაციაა. კოფეინს დიდი ხნის მანძილზე შარდმდენ თვისებას მიაწერდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება. თუ თქვენ დღის განმავლობაში ყავას დიდი რაოდენობით არ სვამთ (500-600
მგ-ზე ანუ ორ ფინჯანზე მეტს დღეში), არანაირი ნეგატიური შედეგები არ გამოვლინდება. კვლევებმა აჩვენა, რომ დიურეზი არსებითად არ იცვლება იმის გამო, რომ ადამიანი კოფეინის შემცველ სასმელებს მიირთმევს. ამგვარად, თუ თქვენ ყავას ზომიერად სვამთ დღის განმავლობაში, ორგანიზმის გაუწყლოება არ გემუქრებათ!


3) ყავის აღმოჩენა ეთიოპიელ თხებს უკავშირდება

ლეგენდის თანახმად, პირველად ყავის გამოყენება ეთიოპიელმა მწყემსებმა დაიწყეს, ნახეს რა იმ თხების ქცევა, რომლებიც სიამოვნებით ღეჭავდნენ აღნიშნული მცენარის ნაყოფს.


4) ყავა გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დღეგრძელობაში


ყავა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აქტიურად ებრძვის თავისუფალ მავნე რადიკალებს. ეს უკანასკნელი კი არაერთი მძიმე დაავადების მთავარი გამომწვევი მიზეზია. სპეციალისტთა განცხადებით - ყავის მოყვარულებს ნაკლებად ემუქრებათ ისეთი პათოლოგიების განვითარება, როგორებიცაა პარკინსონისა და გულის დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი.


5) ყავა შეიცავს ორგანიზმისათვის მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს

ერთი ფინჯანი ყავა შეიცავს რიბოფლავინის (B2 ვიტამინი) რეკომენდებული დღეღამური დოზის 11%-ს, პანთოტენის მჟავას (B5 ვიტამინი) 6%-ს, მანგანუმისა და კალიუმის 3%-ს და მაგნიუმისა და ნიაცინის 2%-ს.


6) ყავა ეხმარება ცხიმების წვას

კვლევებით დადგენილია, რომ კოფეინი ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმს 3-დან 11%-ით ზრდის. კოფეინი ერთ-ერთი გამორჩეული ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმაროთ.


7) კოფეინი სინამდვილეში კრისტალებია

ყავის მთელი ეფექტი ორგანიზმში კოფეინის უმცირესი (დაახლოებით 0,0016 დიუმის ზომის) კრისტალების მოხვედრის შედეგია. სიმცირის მიუხედავად, აღნიშნულ კრისტალებს აქტიური მოქმედების უნარი აქვთ. ორგანიზმში მოხვედრისას კოფეინი სწრაფად იწყებს მოქმედებას. ყავის დალევისას, პირველი ყლუპიდან კოფეინის მოქმედებამდე, სულ ათიოდე წუთი გადის. შეგახსენებთ, რომ ყავა წითელი, ყვითელი ან მწვანე შეფერილობის ნაყოფის მარცვლებია.


8) ყავა სასარგებლოა ღვიძლისათვის

სპეციალისტთა განცხადებით, ღვიძლის ციროზის განვითარების რისკი 80%-ით ნაკლებად ემუქრება მათ, ვინც დღეში 2-3 ჭიქა ყავას მიირთმევს.


9) ყავა აუმჯობესებს სპორტული ვარჯიშის შედეგებს


კოფეინი ზრდის ადრენალინის დონეს სისხლში, ცხიმოვანი ქსოვილიდან ათავისუფლებს ცხიმოვან მჟავებს, რასაც, საბოლოოდ, კარგი შედეგები მოაქვს მათთვის, ვინც ყავას ვარჯიშის დაწყებამდე მიირთმევს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მსგავსი სიახლეები
ტიპი 2 დიაბეტის კონტროლი მარტივადაა შესაძლებელი სწორად ჩამოყალიბებული კვების რეჟიმით. ზოგადად
10-05-2019
ზოგჯერ სიფხიზლე აუცილებელია, რასაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - დატვირთული სამუშაო, საშინაო
12-11-2018
ტომას ჯეფერსონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევით დადასტურდა, რომ ცხელ ყავაში გაცილებით მეტი
05-11-2018
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრინჯის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა სიმსუქნის განვითარების რისკი შეამციროს.
ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულის მსუბუქი სუპია. ბოსტნეულის ხარშვისას, ბულიონში ხვდება
ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედი ჩვენს მიერ მიღებული საკვებისგან ფორმირდება. ხარისხიანი საკვები საშენი
თუ ხანშიშესული ადამიანი რეგულარულად ივარჯიშებს (ზომიერ რეჟიმში) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჭარბი წონისგან განკურნების ახალი მედიკამენტური მეთოდი შეიმუშავეს. მათ მიერ წარმოდგენილ
გულის ამერიკული ასოციაციის ექსპერტთა განცხადებით, ხილისა და ბოსტნეულის 3-5 ულუფა დღეში პერიფერიული
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად