დიეტოლოგია

„ანთების საწინააღმდეგო“ დიეტა - მარტივი რაციონი ჯანმრთელობის დიდხანს შესანარჩუნებლად

„ანთების საწინააღმდეგო“ დიეტა - მარტივი რაციონი ჯანმრთელობის დიდხანს შესანარჩუნებლად
სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ე.წ. „ანთების საწინააღმდეგო“ დიეტაში შემავალი პროდუქტები ორგანიზმში ანთების დონეს აქვეითებს.

ქრონიკული ანთება - იმუნური სისტემის ანომალური აქტივობა აღინიშნება მრავალი დაავადების: დიაბეტის, სიმსუქნის, აუტოიმუნური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ზოგოერთი სახის კიბოს დროს.
ანთებისსაწინააღმდეგო დიეტაში შედის მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კენკროვანი ხილი (ალუბალი, მოცვი, მაყვალი), შავი ყურძენი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო, ოსპი და სხვა პარკოსნები, ჩაი (პირველ რიგში მწვანე), ყავა, ავოკადო, ქოქოსი, უცხიმო ყველი, ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, თხილი, მწარე შოკოლადი.

არაა აკრძალული ზომიერი რაოდენობით წითელი ღვინო და ლუდი, დარიჩინი, კურკუმა, თევზი.
ამასთან, სრულად უნდა გამოირიცხოს რაციონიდან წითელი ხორცი და ტრანსცხიმების შემცველი ხორცის პროდუქტები, ფასტფუდი, ტკბილი სასმელები, თეთრი პური, ჩიფსები, კრეკერები, კანფეტები, ნაყინი, სოიოს ზეთი, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი - ყველა ეს პროდუქტი ხელს უწყობს ანთების დონის მომატებას.

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ანთებისსაწინააღმდეგო დიეტის პრინციპების ნაწილობრივ დაცვაც კი
ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. განსაკუთრებით სასარგებლოა ასეთი ტიპის კვება მწეველებისთვის.


ლალი ჩხიკვაძე

რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
თუ ხანშიშესული ადამიანი რეგულარულად ივარჯიშებს (ზომიერ რეჟიმში) მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს.
07-05-2019
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის კლებას,
03-04-2019
ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს,
05-11-2018