ქრონიკული ანთება - იმუნური სისტემის ანომალური აქტივობა აღინიშნება მრავალი დაავადების: დიაბეტის, სიმსუქნის, აუტოიმუნური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ზოგოერთი სახის კიბოს დროს.
ანთებისსაწინააღმდეგო დიეტაში შედის მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კენკროვანი ხილი (ალუბალი, მოცვი, მაყვალი), შავი ყურძენი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო, ოსპი და სხვა პარკოსნები, ჩაი (პირველ რიგში მწვანე), ყავა, ავოკადო, ქოქოსი, უცხიმო ყველი, ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, ნიგოზი, თხილი, მწარე შოკოლადი.
არაა აკრძალული ზომიერი რაოდენობით წითელი ღვინო და ლუდი, დარიჩინი, კურკუმა, თევზი.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ანთებისსაწინააღმდეგო დიეტის პრინციპების ნაწილობრივ დაცვაც კი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. განსაკუთრებით სასარგებლოა ასეთი ტიპის კვება მწეველებისთვის.
ლალი ჩხიკვაძე