დიეტოლოგია

ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად შეცვალეთ საკვების მიღების რეჟიმი

ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად შეცვალეთ საკვების მიღების რეჟიმი
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვების მიღების პერიოდი დღის განმავლობაში განსაზღვრულად მცირდება. 10 კვირის განმავლობაში ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობდა 26 მოხალისე. მათ ნახევარს შესთავაზეს ჩვეულებრივზე ნახევარი საათით გვიან ესაუზმათ და ნახევარი საათით ადრე ევახშმათ. დანარჩენი მონაწილეები ჩვეულებრივ რეჟიმში იკვებებოდნენ. ყველა მონაწილე რეგულარულად აწარმოებდა დღიურს, სადაც აფიქსირებდნენ დღის განმავლობაში მიღებულ საკვებს.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფთან შედარებით, მათ, ვინც გვიან საუზმობდა და ადრე ვახშმობდა, ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა 2-ჯერ შეუმცირდა. დღიურის ანალიზმა აჩვენა,
რომ დროში შეზღუდულმა კვებამ გამოიწვია ის, რომ ადამიანები ჩვეულებრივზე ნაკლებს ჭამდნენ. მონაწილეთა უმრავლესობამ ეს დაუკავშირა მადის დაქვეითებას და საღამოობით წახემსების აუცილებლობის არარსებობას.
ამ პატარა კვლევამ აჩვენა, რომ საკვების მიღების დროის ცვლილება შეიძლება ძალიან საარგებლო აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის, რადგანაც ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობის შემცირება აქვეითებს სიმსუქნის და მასთან
დაკავშირებული დაავადებების რისკს.

ლალი ჩხიკვაძე

მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა
26-10-2019