ჭარხალში უხვადაა ლიპოტროპული ნივთიერება "ბეტაინი", რომელიც ღვიძლს აიძულებს ტოქსინებისგან უკეთ გათავისუფლებას. ჭარხალი აახალგაზრდავებს ორგანიზმს ფოლიუმის მჟავასა (ხელს უწყობს უჯრედთა განახლებას) და მინერალების (აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას) წყალობით.
ჭარხალი შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული და უმი სახით, დალიოთ მისი წვენი ან ნახარში.
რაც შეეხება თეთრთავა კომბოსტოს, ის შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რომლებიც ბოჭავს მძიმე
კომბოსტოში უხვადა იშვიათი ვიტამინი U, რომელიც ანეიტრალებს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ნაერთებს, მონაწილეობს ვიტამინების სინთეზში, ახორცებს წყლულებს.
კომბოსტო შეგიძლიათ მიირთვათ უმი, დამწნილებულ-დამჟავებული სახით, დალიოთ მისი წვენი.
თინათინ