აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, უხდება ვენებს, სასარგებლოა სტენოკარდიისა და ჰიპერტონიის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, უხდება ვენებს, სასარგებლოა სტენოკარდიისა და ჰიპერტონიის დროს

აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, უხდება ვენებს, სასარგებლოა სტენოკარდიისა და ჰიპერტონიის დროს
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში, რის გამოც მას ოფიციალურად უნიშნავენ შაქრიანი დიაბეტით და სიმსუქნით დაავადებულ პირებს, როგორც დიეტის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს.

პომიდვრის წვენი მდიდარია ბეტა-კაროტინით (პროვიტამინი A), C, PP, და E ვიტამინებით. შეიცავს აგრეთვე რკინას, სპილენძს, კალციუმს, კალიუმს, ქრომს, ფტორს, მანგანუმს, სელენს, მოლიბდენს, ნიკელს, გოგირდს, ქლორსა და ბრომს. მინერალებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ეს ნაკრები მართლაც უნიკალურია, რადგან თითოეული მათგანი აუცილებელია ორგანიზმისთვის. საკვებ რაციონში პომიდვრის წვენის რეგულარულად ჩართვა მთელი რიგი დაავადებების არიდებას უზრუნველყოფს,
მათ შორის ავიტამინოზებსა და ნივთიერებათა ცვლის მოშლას.

დასახელებული სასმელი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ის დიდი რაოდენობით შეიცავს უჯრედისს, რომელიც აუმჯობესებს საკვების მონელებას. პომიდვრის წვენში უხვადაა B6 ვიტამინი, რომელიც განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს, შესაბამისად, ეს სასმელი ამცირებს თრომბოზების განვითარების რისკს. მისი
დალევა რეკომენდებულია ვენების ვარიკოზული დაავადების, სტენოკარდიისა და ჰიპერტონიის დროს, ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ.

პომიდვრის წვენი რეკორდული რაოდენობით შეიცავს ლიკოპინს, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი ანტიოქსიდანტია. ეს ნივთიერება აფერხებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს ორგანიზმის დამცველობით მაქანიზმებს და ამცირებს სიმსივნური დაავადების განვითარების რისკს.

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
დიდი ხანია ცნობილია, რომ ძილის დეფიციტი გულთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს იწვევს. თუმცა, ბოლო
06-06-2019
გულის ამერიკული ასოციაციის ექსპერტთა განცხადებით, ხილისა და ბოსტნეულის 3-5 ულუფა დღეში პერიფერიული
11-04-2019
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
05-12-2018
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრის ექიმი მანანა მგალობლიშვილი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს.
არასწორი კვებით გამოწვეული პრობლემები – ეს ის აქტუალური საკითხია, რაც დღეს, თითქმის, ყველას აწუხებს.
სტატისტიკის თანახმად, ყოველ მეხუთე ბავშვს ჭარბი წონა აქვს და ყოველ მეოცეს სიმსუქნე აღენიშნება. ამის მიზეზი
სპეციალისტთა განცხადებით, საოცარი არომატის მქონე მარწყვი აჯანსაღებს თვალებს, კეთილისმყოფელ გავლენას
ალუბლის ნაჯერი წითელი შეფერილობა ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ მასში ბევრი ანტიოქსიდანტია. ასეც არის - ალუბლის
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად