ყველაზე ცუდი პროდუქტები საუზმისთვის - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ყველაზე ცუდი პროდუქტები საუზმისთვის
ყველაზე ცუდი პროდუქტები საუზმისთვის
ყავა უზმოზე - გულძმარვის, გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადების სერიოზული რისკია. ყავა ასტიმულირებს კუჭში მარილმაჟავას გამოყოფას, რომელიც აღიზიანებს კუჭის კედლებს და იწვევს ლორწოვანის ანთებას. გარდა ამისა, ადუნებს საყლაპავის სფინქტერს, რაც საყლაპავში მჟავე შიგთავსის მოხვედრის შესაძლებლობას ხდის და იწვევს არა მარტო გულძმარვას, არამედ საყლაპავის ანთებასა და ეროზიას.

ყავის დალევა საკვების მიღების შემდეგ უმჯობესია. ეს მოახდენს მჟავას სეკრეციის ნიველირებას. საშუალოდ დღეში 2-4 ფინჯანი ყავა სრულიად დასაშვებია ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანისთვის. კოფეინის ასეთი დოზირება ასევე ასტიმულირებს გულის უჯრდების აღდგენას მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ, წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკას
და ხელს უწყობს ფიბროზის (პროცესი, რომლის დროსაც ღვიძლის ქსოვილის ფიბროზულით ჩანაცვლება ხდება) ნიშნების შემცირებას.

ფორთოხლის წვენი - ფორთოხლის წვენით დღის დაწყება ამერიკული ტრადიციაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამკვიდრდა. ჯარისკაცებს არ ჰყოფნიდათ ვიტამინები და მთავრობამ მასობრივად დაიწყო ფორთოხლის წვენის გაყინული კონცენტრატების შესყიდვა. ომის დასრულების შემდეგ,
ჩვევა დავიწყებას აღარ მიეცა, მაგრამ ბევრი გადავიდა ფრეშზე. არც ერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.
ციტრუსები, ისევე, როგორც ყავა, ასტიმულირებს მჟავას გამომუშავებას, რომელიც იწვევს კუჭის კედლების გაღიზიანებას და ანთებას.

ფორთოხლის წვენი, პერისტალტიკის გაძლიერების გამო, სასარგებლოა მათთვის, ვისაც ყაბზობა აწუხებს.
მაჭკატები, ხაჭოკვერა, ოლადი - უმრავლესობა დიდი სიამოვნებით მიირთმევს, ჯემთან ერთად. სამწუხაროდ, ასეთი საუზმე ხშირად არ შეიძლება, რადგანაც სასარგებლო არ არის. ეს კერძები მზადდება რაფინირებული ფქვილისა და შაქრისგან (მარტივი ნახშირწყლები), რომლებიც სწრაფად ამაღლებს სისხლში შაქრის დონეს.
საუზმიდან პირველ ნახევარ საათში ნამდვილად იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, რომელიც სწრაფად ქრება, რადგანაც ასეთი პროდუქტების მიღების შემდეგ, გლუკოზა სწრაფად ქვეითდება.

მანანის ბურღულის ფაფა - მასში შედის ფიტინი, რომელიც იკავშირებს კალციუმს და ბავშვებში შეიძლება რაქიტის განვითარება გამოიწვიოს. ზრდასრული ადამინებისთვისაც არაა რეკომენდებული, რადგანაც იგი უჯრედისით ღარიბია და ძირითადად ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს შეიცავს.

მშრალი საუზმე - რძემოსხმული ფიტნეს-ბურბუშელა, მიუსლი დიდ ზიანს აყენებს კუჭუკანა ჯირკვალს. ამ პროდუქტების კოლოფებზე დიდი ასოებით აწერია, რომ შეიცავს ვიტამინებსა და მარცვლოვნებს, მაგრამ მათ შემადგენლობაში არის შაქარი. შაქრის რეკომენდებული დოზა დღე-ღამეში 6 ჩაის კოვზია. რადგანაც ორგანიზმში შაქარი ბევრი სხვა პროდუქტიდანაც ხვდება, პანკრეასმა ბევრი ინსულინი უნდა გამოიმუშავოს ამ შაქრების გადასამუშავებლად, რაც დროთა განმავლობაში ამ ორგანოს ფუნქციის დარღვევას იწვევს და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.

იოგურტები - ამით მთელი დღის განმავლობაში ნაყროვანების რისკის ქვეშ აღმოვჩნდებით. ტკბილი იოგურტი კალორიულობის მიუხედავად გამოსავალი არაა. მასში ბევრი შაქარი და უსარგებლო კალორიაა, რომელიც ორგანიზმს საკვებ ნივთიერებებს არ აწვდის, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად ზრდის გლიკემიურ დატვირთვას. მაგრამ უშაქრო იოგურტი ხილით, ნიგვზით ან ხაჭოთი ძალიან სასარგებლოა.

ხილი - ერთი ვაშლი ან მსხალი საუზმეზე ნამდვილად არ არის საუკეთესო ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ ხილი მდიდარია სასარგებლო უჯრედისით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით დიდხანს ვერ გაგაძლებინებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი დღე წახემსება მოგიწევთ. ხილს უნდა დავუმატოთ ცილის შემცველი პროდუქტები, მაგალითად ნიგოზი ან ხაჭო. ცილა თრგუნავს შიმშილის მასტიმულირებელი ჰორმონ გრელინის გამომუშავებს და აძლიერებს სიმაძღრის შეგრძნებას.

ძეხვიანი ბუტერბროდი - რეგულარულად ასეთმა საუზმემ შეიძლება დროთა განმავლობაში გამოიწვიოს კოლორექტალური კიბო და ტიპი 2 დიაბეტი. ძეხვი, ისევე, როგორც ყველა სახის გადამუშავებული ხორცი, მაგალითად ბეკონი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კანცეროგენების ნუსხაში შეიტანა.

როგორი უნდა იყოს საუზმე - შვრიის ფაფა ხილით ან უცხიმო ხაჭოთი;
ომლეტი, მოხარშული კვერცხი, კვერცხი ბოსტნეულით;
უშაქრო იოგურტი ახალი ხილითა და ნიგვზით;
პომიდორი, ქათმის ხორცი.
მსუყე, გემრიელი საუზმე ხელს უყწობს გახდომას და ორგანიზმს ავსებს ენერგიით.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ცალკეულ დაავადებათა ასარიდებლად სპეციალისტები საუზმედ გარკვეული საკვებისაგან
23-01-2018
თელ-ავივის უნივერსიტეტის თანამშრომლების აზრით, საუზმის გამოტოვებამ შეიძლება
04-12-2017
მეცნიერების აზრით, ვიტამინის მიღების შემდეგ ცხელი საკვები და სასმელი მინიმუმ ერთი საათის შემდეგ უნდა მივირთვათ. დანამატები კი უნდა დავლიოთ წყლით ან რძით. აბები უმჯობესია მივიღოთ საუზმეზე.
29-09-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ე.წ. „ანთების საწინააღმდეგო“ დიეტაში შემავალი პროდუქტები ორგანიზმში
ხმელთაშუაზღვის დიეტა ხილის, ბოსტნეულის, ნიგვზის და თევზის ჭარბი შემცველობით გამოირჩევა.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
გაცხიმოვნების პრობლემას მთელი მსოფლიო ებრძვის. ჭარბი წონა არა მხოლოდ გარეგნობას აუშნოებს, დაავადებათა
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!