გარკვეულმა პროდუქტებმა შეიძლება დიეტის შედეგები გააცამტვეროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარკვეულმა პროდუქტებმა შეიძლება დიეტის შედეგები გააცამტვეროს

მარტივია, თუ რაციონში რჩება გარკვეული პროდუქტები. დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომლებიც მადას აძლიერებს.

მარილიანი საკვები - ჩიფსების, მარილიანი თხილის სახით ამ სიის სათავეშია. თავისთავად მარილის დამატებით ადამიანი მეტ კალორიულ საკვებს მოიხმარს. გარდა ამისა, მარილიანი საკვების შემდეგ ძლიერდება წყურვილის გრძნობაც.

სალათები არანაკლებ სახიფათოა, რადგანაც ისპანახით და სალათის ფურცლებით დანაყრება შეუძლებელია. ამიტომ ადამიანი მაინც ეძებს წახემსების საშუალებას. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია თუ სალათებს გავამდიდრებთ ცილით (კვერცხის, ქათმის, ორაგულის ან პარკოსნების დამატებით), ნელა ათვისებადი ნახშირწყლებით (გამომცხვარი კარტოფილი, ყავისფერი ბრინჯი) და მცირე რაოდენობით ცხიმით (ყველი ფეტა, ნიგოზი, მზესუმზირა, ავოკადო).

ბრინჯის ორცხობილა ტრადიციულად დიეტური პროდუქტების განყოფილებაში შეიძლება მოვიძიოთ. სინამდვილეში მასში ცოტაა უჯრედისი, ხოლო ძირითად კომპონენტს წარმოადგენს დამუშავებული ბრინჯი, რომელიც ზრდის ინსულინის დონეს და იწვევს შიმშილის გრძნობას.

წვენები ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების შემცველობის ხარჯზე სასარგებლოდ ითვლება. თუმცა ისინი საკმაოდ აძლიერებენ მადას, რადგანაც წვენებში, განსხვავებით ხილისა და ბოსტნეულისა, საერთოდ არ არის უჯრედისი. სითხიდან კალორიები მომენტალურად იწოვება და რჩება შიმშილის გრძნობა.

ალკოჰოლს საერთოდ გადაჰყავს ტვინი „მუდმივი შიმშილის“ რეჟიმში. ანუ ის აძლიერებს მადას და მავნე საკვებისადმი ლტოლვას. გარდა ამისა, სპირტიან სასმელებთან ერთად მიღებული საკვები, დიდი ალბათობით, ცხიმის სახით ლაგდება მეტაბოლიზმის თავისებურებების გამო.

ლალი ჩხიკვაძე