გარკვეულმა პროდუქტებმა შეიძლება დიეტის შედეგები გააცამტვეროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

გარკვეულმა პროდუქტებმა შეიძლება დიეტის შედეგები გააცამტვეროს

გარკვეულმა პროდუქტებმა შეიძლება დიეტის შედეგები გააცამტვეროს
ცნობილია, რომ წარმატებული დიეტა დამოკიდებულია შიმშილის გრძნობის კონტროლზე, რაც არც თუ ისე მარტივია, თუ რაციონში რჩება გარკვეული პროდუქტები. დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომლებიც მადას აძლიერებს.

მარილიანი საკვები - ჩიფსების, მარილიანი თხილის სახით ამ სიის სათავეშია. თავისთავად მარილის დამატებით ადამიანი მეტ კალორიულ საკვებს მოიხმარს. გარდა ამისა, მარილიანი საკვების შემდეგ ძლიერდება წყურვილის გრძნობაც.

სალათები არანაკლებ სახიფათოა, რადგანაც ისპანახით და სალათის ფურცლებით დანაყრება შეუძლებელია. ამიტომ ადამიანი მაინც ეძებს წახემსების საშუალებას. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია თუ სალათებს გავამდიდრებთ ცილით (კვერცხის, ქათმის, ორაგულის ან პარკოსნების დამატებით), ნელა
ათვისებადი ნახშირწყლებით (გამომცხვარი კარტოფილი, ყავისფერი ბრინჯი) და მცირე რაოდენობით ცხიმით (ყველი ფეტა, ნიგოზი, მზესუმზირა, ავოკადო).

ბრინჯის ორცხობილა ტრადიციულად დიეტური პროდუქტების განყოფილებაში შეიძლება მოვიძიოთ. სინამდვილეში მასში ცოტაა უჯრედისი, ხოლო ძირითად კომპონენტს წარმოადგენს დამუშავებული ბრინჯი, რომელიც ზრდის ინსულინის დონეს და იწვევს შიმშილის გრძნობას.

წვენები ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების
შემცველობის ხარჯზე სასარგებლოდ ითვლება. თუმცა ისინი საკმაოდ აძლიერებენ მადას, რადგანაც წვენებში, განსხვავებით ხილისა და ბოსტნეულისა, საერთოდ არ არის უჯრედისი. სითხიდან კალორიები მომენტალურად იწოვება და რჩება შიმშილის გრძნობა.

ალკოჰოლს საერთოდ გადაჰყავს ტვინი „მუდმივი შიმშილის“ რეჟიმში. ანუ ის აძლიერებს მადას და მავნე საკვებისადმი ლტოლვას. გარდა ამისა, სპირტიან სასმელებთან ერთად მიღებული საკვები, დიდი ალბათობით, ცხიმის სახით ლაგდება მეტაბოლიზმის თავისებურებების გამო.

ლალი ჩხიკვაძე

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
22-02-2019
გავრცელებული მოსაზრებით, საუზმე უნდა იყოს ნოყიერი, რათა დღის განმავლობაში ნაკლები საკვები მივიღოთ,
18-02-2019
არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში.
16-02-2019
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაციონალურ კვებას.
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
კატეგორიის სხვა სტატიები
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
მწარე შოკოლადს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მას ადვილად მოჰყავს ადამიანი ტონუსში, ზრდის თავის ტვინის
გავრცელებული მოსაზრებით, საუზმე უნდა იყოს ნოყიერი, რათა დღის განმავლობაში ნაკლები საკვები მივიღოთ,
არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოშორებაში.
ჯანსაღი კვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები ცნობილია: მეცნიერები
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას.
იაპონიაში, ყველა მოქალაქე 40-დან 75 წლამდე, ვალდებულია წელის გარშემოწერილობის ზომა განისაზღვროს.
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ