ტვინის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კარგია В ჯგუფის ვიტამინების შემცელი პროდუქტები. ესენია: ზღვის პროდუქტები, ლობიო, ბროკოლი, სიმინდი.
ტვინის მუშაობისთვის ასევე მნიშვნელოვანია გლუკოზა. მისი მიღება ტკბილეულიდან, კანფეტებიდან და შოკოლადიდან არაა მიზანშეწონილი. ღირსეულ ალტერნატივას წარმოადგენს ხილი, ბოსტნეული და მსხვილად დაფქვილი ფქვილის პროდუქტები.
ქოლინი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია (შეიცავს კვერცხის გული და სუბპროდუქტები). მისი დეფიციტისას აღინიშნება ქრონიკული დაღლილობა და გაფანტულობა.
საყურადღებოა კალციუმი და კალიუმი, რომლებიც ინფორმაციის გადამუშავებას აჩქარებს. ისინი ბევრია ყველში, პომიდორში, ხაჭოში, გარგარის ჩირსა და შავ ქლიავში.
თუთია კოგნიტიური ფუნქციების შენარჩუნებაში გვეხმარება. მას შეიცავს ზღვის პროდუქტები, საქონლის, ბატკნის, ინდაურის ხორცი, გოგრის თესლი.
მაგნიუმი შეიძლება მივიღოთ ნუშიდან, წიწიბურადან, არაქისიდან, კაკაოდან. იგი ხანგრძლივი მეხსიერებისთვისაა კარგი და ამსუბუქებს სწავლის პროცესს.
ლალი ჩხიკვაძე