რატომ ვითარდება სიმსუქნე და როგორ გავუმკლავდეთ მას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ვითარდება სიმსუქნე და როგორ გავუმკლავდეთ მას

დასვენების შეუძლებლობის შედეგია ის, რომ მოდუნების ერთ-ერთ მარტივ და ია ფსაშუალებად მაღალკალორიული საკვების მიღება რჩება. ამის გამო ვითარდება სიმსუქნე - ქალაქის მცხოვრებთა დაავადება.

რა არის სიმსუქნე

სიმსუქნე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარება. ამასთან, ცხიმი ლაგდება ორგანიზმის ცხიმოვან დეპოებში (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი და შინაგანი ორგანოების ირგვლივ).

სიმსუქნის პრობლემა ხშირად ასაკის მატებასთან ერთად აღინიშნება, როდესაც ფიზიკური აქტივობა ქვეითდება და ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები ჯეროვნად ვეღარ მუშაობს.

სიმსუქნის კლასიფიკაცია

განარჩევენ სიმსუქნის ორ სტადიას - სტაბილურსა და პროგრესირებულს. თუმცა ყველა ფორმის სიმსუქნის საერთო ნიშანი სხეულის ჭარბი წონაა.

სიმსუქნის განვითარების მიზეზები

სიმსუქნე ვითარდება მიღებული და დახარჯული კალორიების შეუსაბამობის დროს. დაუხარჯავი კალორიები მიდის ცხიმოვან მარაგებში. ამას კი ხელს უწყობს:

  • დაბალი ფიზიკური აქტივობა;
  • არაჯანსაღი კვებითი ჩვევები - სისტემატური ნაყროვანება, კალორიული საკვების მიმართ მიდრეკილება (ცხიმიანი, ცომეული, ტკბილეული, ფასტ-ფუდი);
  • ასაკის გამო ორგანიზმის ცვლითი პროცესების დაქვეითება;
  • ორსულობა, ლაქტაცია, კლიმაქსი;
  • ენდოკრინული სისტემის დარღვევები;
  • სტრესული და დეპრესიული მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება როგორც კვებითი ჩვევების ცვლილება, ისე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამოიწვიოს.

რა ხდება ამ დროს

პირველადი სიმსუქნის დროს მუდმივი ნაყროვანება თავის ტვინში არღვევს შიმშილის ცენტრის მუშაობას. ამიტომ მიღებული ნორმალური რაოდენობის საკვები უკვე ვეღარ თრგუნავს შიმშილის გრძნობას. ადამიანი სულ უფრო მეტს ჭამს. ზედმეტი კალორიები ლაგდება “მარაგის” სახით ცხიმოვან დეპოში, რაც ზრდის ორგანიზმში ცხიმის რაოდენობას ანუ ვითარდება სიმსუქნე.

სიმსუქნის დიაგნოსტიკა

ადრეულ სტადიებზე სიმსუქნე იშვიათად დიაგნოსტირდება დაავადებად, რამდენადაც ადამიანი არაფერს უჩივის და მიაჩნია, რომ პრობლემას დამოუკიდებლად წარმატებით გაუმკლავდება. ამიტომ, ხშირად დიაგნოსტირდება სიმსუქნის უკვე შორს წასული შემთხვევები, როდესაც სიმპტომების იგნორირება რთულია, ადამიანი უჩივის:

  • სისუსტეს;
  • ძილიანობას;
  • გუნება-განწყობილების დაქვეითებას;
  • ზოგჯერ ვლინდება ნევროზულობა და გაღიზიანება;
  • შესაძლოა აღენიშნებოდეს გულისრევა;
  • ქოშინი;
  • ღამით შიმშილის ან წყურვილის შეტევა;
  • თავს იჩენს სახსრებსა და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა ქალებთან და პოტენციის დაქვეითება მამაკაცებთან.

ჭარბი წონის მქონე ბევრ ადამიანს დაბალი თვითშეფასება, ნევროზი და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

მსგავსი სიმპტომების აღმოცენება წონაზე ყურადღების გამახვილების მიზეზი და სიმსუქნის განვითარების პრევენციის საბაბი უნდა გახდეს.

mkurnali.geსიმსუქნის პროფილაქტიკა

წონა რომ ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს, რეკომენდებულია დაბალანსებული კვება - ნახშირწყლების, ცხოველური ცხიმების დაბალი და ცილების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობით.

მიღებული კალორიების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ენერგეტიკულ დანახარჯებს. სასარგებლოა უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, კვება უმჯობესია ჯერადი სქემით, მცირე რაოდენობის ულუფების მიღება დღეში 5-6-ჯერ.

აქტიური სპორტული რეჟიმი, ვარჯიში, კონტრასტული შხაპი, მასაჟი დაგეხმარებათ კარგი ფორმის შენარჩუნებაში.

დიაგნოსტირებული სიმსუქნის დროს საჭიროა ცხოვრების წესის კორექცია, ენდოკრინული ფორმების შემთხვევაში კი - ძირითადი დაავადების მკურნალობა.

რატომ არის სიმსუქნე საშიში

ჭარბი წონის ადამიანები, ზედმეტ კილოგრამებთან ერთად, იძენენ ისეთი სერიოზული დაავადებების მიმართ განწყობას, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, მიოკარდიუმის ინფარქტი და კიბო.

ჭარბი წონის პრობლემის დროს არაა საჭირო ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება და პირველივე დიეტის დაცვა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უშველა. დასაწყისშივე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია (ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი), აუცილებელი გამოკვლევის ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ, სპეციალიტების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობით, მკურნალობის დაწყება.