დიეტოლოგია

პროდუქტების ნუსხა, რომელიც ყველა ადამიანის რაციონში უნდა იყოს

პროდუქტების ნუსხა, რომელიც ყველა ადამიანის რაციონში უნდა იყოს
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და რკინით. ყვავილოვანი კომბოსტო მას არაფრით ჩამოუვარდება. გარდა უჯრედისისა, ის შეიცავს ისეთი მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ფლოიუმის მჟავა, В6, С, К ვიტამინები და კალიუმი.
С, В6 ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, კალიუმი და მთელი 5 გრ უჯრედისი შეიძლება ვიპოვოთ კოლაბში (ჩრდილოეთის ლიმონი).

ხახვი შალოტი ასევე იზიდავს დიეტოლოგებს დაბალი კალორიულობისა და А და С ვიტამინის შემცველობით.
ბრიუსელის კომბოსტო გლუკოზინოლატებისა და იზოთიოციანატების უნიკალური წყაროა, რომლებიც გარკვეული სახეობის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. მასში ასევე შეიძლება უჯრედისის, ფოლიუმის
მჟავას, რკინის, კალიუმისა და A, C, K, B6 ვიტამინების აღმოჩენა.

გოგრის საშუალო ზომის ნაჭერი უფრო მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ბანანი. მკვეთრი ფერი განისაზღვრება მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ბეტა-კაროტინით (А ვიტამინის წინამორბედი), გარდა ამისა, გოგრაში ბევრი უჯრედისი, რკინა და B6, C, E ვიტამინებია.

ორსულებისთვის რეკომენდებულია ბევრი
ბროკოლი ფოლიუმის მჟავასა და С ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო. გარდა ამისა, რიგი კვლევებით ბროკოლს კიბოს განვითარების რისკის შემცირებას უკავშირებენ.
სარგებლის თვალსაზრისით ბროკოლს შეიძლება მხოლოდ ისპანახი შეედაროს. მასში არის კაემფეროლი, რომელიც მკვლევარების აზრით, ორგანიზმს კიბოსა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადებისგან იცავს. ისპანახში შემავალი თიროზინი ზრდის რეაქციის სიჩქარეს.

რუკოლა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და რაციონს ავსებს თუთიით, კალციუმითა და რკინით.
1 ჭიქა დაჭრილი ბუგარული წიწაკა იძლევა С ვიტამინის დღიური ნორმის 300% და А ვიტამინის თითქმის 100% და კიდევ, მასში არის В6 ვიტამინი.

1 ჭიქა დაჭრილ კალეს კომბოსტოში К ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 700%, ხოლო А ვიტამინის 200%.
მწვანე ხახვი არაჩვეულებრივი საკმაზია კარტოფილის კერძებთან. ის ზრდის რაციონში უჯრედისის, ფოლიუმის მჟავას, A, B6, C, K, ვიტამინების, მაგნიუმისა და კალიუმის დონეს.

ლატუკი შეიძლება სუპერპროდუქტად ჩავთვალოთ. 1 ჭიქა ლატუკი შეიცავს მხოლოდ 5 კალორიას და ვიტამინებისა და მინერალების დიდ პორციას.

ოხრახუში აუცილებელია ვიტამინების, ფოლიუმის მჟავასა და თუთიის ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად. მასში ძალიან ცოტა კალორიაა.

ლალი ჩხიკვაძე

რეკომენდებული პროდუქტები
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
ყველამ იცის, რომ ხახვში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის
30-04-2019
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოწევა კლავს და არა მხოლოდ თავად მწეველებს, არამედ მათ ირგვლივ მყოფ ხალხსაც.
25-03-2019
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხახვისებრთა ოჯახის ბოსტნეულის აქტიურმა მოხმარებამ შეიძლება კოლორექტალური კიბოს
14-03-2019