ამერიკელი დიეტოლოგების რჩევები გახდომის მსურველებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

ამერიკელი დიეტოლოგების რჩევები გახდომის მსურველებს

ამერიკელი დიეტოლოგების რჩევები გახდომის მსურველებს
წონის დაკლებაზე იმდენად ხშირად საუბრობენ, რომ რჩევები, დიეტის რეცეპტები და ვარჯიშების კომპლექსი საკმარისზე მეტია. მაგრამ ყველაზე მეტად მეცნიერების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები მუშაობს. ამერიკელი სპეციალისტების რჩევები კი შემდგომში მდგომარეობს:

• საყიდლებზე ნუ წახვალთ მშივრები. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ადამიანები საჭიროზე 25%-ით მეტ პროდუქტს ყიდულობენ, თუ მაღაზიაში ცარიელი კუჭით მიდიან.
• ნუ შეჭამთ ტელევიზორის ყურებისას. რამდენადაც უფრო საინტერესოა თქვენთვის გადაცემა, მით ნაკლებად აკონტროლებთ თავს. ამიტომ კინოს ყურებისას შეიძლება საჭიროზე მეტი შეჭამოთ.
• არასოდეს ჭამოთ პირდაპირ შეფუთვიდან. ვერც კი შენიშანავთ რამდენი შეჭამეთ. უმჯობესია გადმოიღოთ საკვები
ჭურჭელში.
• თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ გახდომას, მიმართეთ დიეტოლოგს. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიმართავენ ექიმს, 10%-ით
უფრო წარმატებულად იკლებენ წონაში.
• დიეტის დროს დაიცავით ბალანსი მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის.
• სასარგებლოა ყოველ დილით აწონვა. ამგვარად შეძლებთ გაარკვიოთ რამდენად ეფექტურია თქვენი მცდელობა.
• უფრო საინტერესო გახადეთ ცხოვრება, დაკავდით ახალი ჰობით და ჩამოიყალიბეთ სასარგებლო ჩვევები.
• შეეცადეთ არ დაარღვიოთ დიეტა. ნუ შეჭამთ ბევრს, როდესაც აღმოჩნდებით რესტორანში, კაფეში ან რამე სადღესასწაულო სუფრაზე.

ყური მიუგდეთ საკუთარ თავს - რისთვის გსურთ გახდომა და საკვებისადმი თქვენი დამოკიდებულების შეცვლა, დაფიქრდით რა საჭიროა თქვენთვის ფიზიკური ვარჯიში. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, როდესაც სწორად კვებას დაიწყებთ.

ამ მარტივი რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ გახდომას და საკუთარი ჯანმრთელობის წესრიგში მოყვანას.

ლალი ჩხიკვაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
04-11-2019
ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი ანუ "ცუდი" ცხიმი და ყავისფერი ანუ "კარგი" ცხიმი. სწორედ ამ თეთრი ცხიმისაგან
04-11-2019
წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ჩვენს ქვეყანაში. ამიტომაცაა, რომ სხვადასხვა
26-10-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ადრეული კვლევებით დადასტურებულია, რომ მარილის სიჭარბე ორგანიზმში
წონის კლება იოლი არ არის. თანამედროვე ცხოვრების არანორმალური რიტმიდან გამომდინარე ადამიანებმა მიმართეს
სპეციალისტებმა გაარკვიეს, როგორ გამომუშავდება ორგანიზმში დღეგრძელობის ცილა. ამისათვის თურმე
იაპონელი მეცნიერების აზრით, კვირაში სამჯერ სოკოს მიღება, პროსტატის კიბოს განვითარების
ყავა ცნობილია, როგორც მრავალი სასარგებლო ნაერთებით მდიდარი სასმელი, თუმცა ის ყველასათვის
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად