რა მივირთვათ, რომ ზაფხულის სიცხემ არ შეგვაწუხოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მივირთვათ, რომ ზაფხულის სიცხემ არ შეგვაწუხოს

იხარჯება და ამ პროცესის გვერდითი ეფექტი სხეულის ტემპერატურის მომატებაა.

სიცხეში ორგანიზმი ცდილობს დაიცვას თავი გადახურებისგან, ამიტომაც ქვეითდება მადა - ნაკლებ საჭმელს ვღებულობთ და ნაკლები საკვების გადამუშავებაა საჭირო. თუმცა, სრულფასოვანი კვება მაშინაც კი საჭიროა, როცა ამის სურვილი არ გვაქვს, რამეთუ ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია აუცილებელი საკვები ნივთიერებებისა და მიკროელმენტების რეგულარული მიღება.

შეარჩიეთ „წყლიანი“ საკვები

გვგონია, რომ ცხელ ამინდში შეიძლება შემოვიფარგლოთ საკვების მცირე ულუფით, ხოლო ცარიელი კუჭი შევავსოთ წყლითა და სხვა სასმელით. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ სიმაძღრის შეგრძნებას იძლევა მხოლოდ საკმარისი რაოდენობის საკვები. საქმე ისაა, რომ შიმშილისა და წყურვილის გრძნობას ორგანიზმი არეგულირებს სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით. მაშინაც კი, როდესაც 1,5 ლ წყალს ვღებულობთ, ეს დანაყრების შეგრძნებას არ იძლევა.

საკვებად მიიღეთ სუპი, ბოსტნეულის სალათი. ბულიონის ან ბოსტნეულის საშულებით, რომელშიც ბევრი სითხეა, გაიზრდება ულუფის მოცულობა, რაც დანაყრებას უზრუნველყოფს. ამასთან, კერძების კალორიულობაც არ იზრდება და ორგანიზმსაც აღარ სჭირდება ბევრი ენერგია საკვების გადასამუშავებლად.

შეზღუდეთ რაციონში ხორცი

ხორცი საერთოდ არ მიესადაგება საზაფხულო ტრაპეზს. ცილით მდიდარი საკვების გადასამუშავებლად ორგანიზმი ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, რაც ნიშნავს იმას, რომ მწვადის ულუფის მირთმევის შემდეგ უფრო გაგიძნელდებათ ტემპერატურის ატანა. ასე რომ, ზაფხულის მზიან დღეებში ალბათ ღირს ვეგეტარიანულ საკვებზე გადასვლა. თუ მაინცდამაინც ვერ ძლებთ მწვადი გარეშე, შეწვის წინ მოათავსეთ ხორცი ციტრუსის ან ძმრის მარინადში. მასში შემავალი მჟავები ნაწილობრივ შლის ცილის ბოჭკოებს და მწვადის გადამუშავება უფრო იოლი იქნება.

უარი თქვით ნაყინზე

ნაყინის ან ყინულიანი სასმელის მიღების შემდეგ მცირე დროის მანძილზე მართლაც იგრძნობთ შვებას. მაგრამ ორგანიზმი იწყებს მიღებული საკვების გადამუშავებას სხეულის ტემპერატურის მატების ხარჯზე. გასაგრილებლად უმჯობესია დალიოთ ოთახის ტემპერატურის წყალი.

დალიეთ ჩაი

მიირთვით ჩაი, ოღონდ არა გაციებული, არამედ ჩვეულებრივი ცხელი ჩაი. ცხელი სასმელი დამატებით აცხელებს სხეულს შიგნიდან და ადამიანი უფრო მეტად იოფლება. თანდათანობით გამოყოფილი ოფლი ორთქლდება და ორგანიზმი კარგავს სითბოს - სხეულის ტემპერატურა ქვეითდება და სიცხის გადატანა უფრო ადვილი ხდება.

მიირთვით საზამთრო

ცხელ ზაფხულში ბევრი გადადის საზამთროს დიეტაზე. ცხადია საზამთრო სრულფასოვან რაციონს ვერ შეცვლის, რადგანაც მასში პრაქტიკულად არ არის ცილები და ცხიმები, მაგრამ საზამთრო მხოლოდ წყალი და შაქარი როდია. მასში ბევრია სასრგებლო ნივთიერებები: А, С, В1 და В6 ვიტამინები, კალიუმი, ანტიოქსიდანტი ლიკოპინი, რომელიც კიბოს პროფილაქტიკაში გვეხმარება და იმუნიტეტის მუშაობას ასტიმულირებს. ამასთან, საზამთროში, მიუხედავად ტკბილი გემოსი, არც ისე ბევრი კალორიაა. ამ პროდუქტის 100 გრამი შეიცავს მხოლოდ 30 კკალ. საზამთრო აკმაყოფილებს როგორც შიმშილის, ისე წყურვილის გრძნობას.

ლალი ჩხიკვაძე