იმოძრავეთ, რამდენსაც შეძლებთ, კარგი იქნება თუ ივარჯიშებთ, თავიდან მსუბუქი ვარჯიშებით დაიწყეთ და შემდეგ გაზარდეთ დატვირთვა.
ეცადეთ მოიწესრიგოთ ძილი - მეძუძურობის პერიოდში მთავარი პრობლემა უძილობაა. თუ არის შესაძლებლობა, სთხოვეთ ოჯახის წევრებს, რომ ღამის ძილის უზრუნველყოფაში დაგეხმარონ.
კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი, თუმცა აქაც შეიძლება არჩევანი გაკეთდეს მაღალკალორიულ და შედარებით დაბალკალორიურ პროდუქტებს შორის. ამ პერიოდში საუკეთესო პროდუქტებია: თევზი, რძე და ნატურალური იოგურტი, მჭლე ხორცი, ქათამი, ლობიო, შვრია,
მიიღეთ საკმაო რაოდენობით წყალი - დღეში მინიმუმ 2 ლიტრი.
კარგია მასაჟი - ის აგიმაღლებთ განწყობასაც, ტონუსსაც
კარგი იქნება ვიზიტი ენდოკრინოლოგთან და ჰორმონული ფონის გამოკვლევა.