დიეტოლოგია

ქართული ჩაი "მანნა" და მისი სასარგებლო თვისებები

ქართული ჩაი "მანნა" და მისი სასარგებლო თვისებები
ჩაის სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობები თითქოს მივიწყებულია, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოში

ეს უძველესი სასმელი დაკარგულ პოპულარობას იბრუნებს, იხსნება ახალი საწარმოები, მათ შორის კომპანია "მანნა", რომელიც 2017 წელს შეიქმნა და ქართული ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით მაღალი ხარისხის ჩაის აწარმოებს.

ჩაის მართლაც არაერთი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ორგანიზმის თავდაცვით ძალებს, ის ასევე ამცირებს გულის დაავადებების რისკს, ანელებს კანის დაბერების პროცესს და იცავს მას ულრტაიისფერი სხივების მანვე ზეგავლენისგან და ძალიან კარგი ბუნებრივი ენერგეტიკია. ჩაი ასევე მატონიზირებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

თანამედროვე მეცნიერული კვლევების მიხედვით ჩაიში შემავალ პოლიფენოლებს, შეუძლია პირდაპირი ზემოქმედებით გაანეიტრალოს კანცეროგენები, რომლებიც კიბოს გაჩენის ერთ-ერთ მიზეზია. ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს ანთებითი პროცესის მავნე ზეგავლენას სხეულზე. 

mkurnali.ge

კომპანია "მანნას" მთავარი ტექნოლოგის ცისანა კირთაძის განმარტებით, შავი ჩაი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა მას დამატებით სასარგებლო თვისებები შეიძლება შევძინოთ სხვა
მცენარეების დანამატებით.

"მაგალითად, შავი ჩაი მოცვით კარგია დიაბეტიანებისთვის. ბეგქონდარა ზოგადგამაჯანსაღებელი მცენარეა. განსაკუთრებით კი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის გამართული მუშაობისთვის. მწვანე ჩაი ვიტამინებითაა სავსე. მისი გადამუშავების დროს ჟანგვითი პროცესი არ ხდება, სასარგებლო თვისებებს არ კარგავს და გაჯერებულია ვიტამინებით" - განმარტავს ცისანა კირთაძე.

mkurnali.ge

რაც შეეხება თავად, კომპანია "მანნას", ის ბაზარზე 2017 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და მისი პროდუქცია უკვე წარმატებით იყიდება საქართველოს მასშტაბით დიდ ქსელურ მარკეტებში, ექსპორტზე გადის აშშ-ში, რუსეთსა და ჩეხეთში, ასევე იგეგმება პროდუქციის ექსპორტი ისრაელსა და პოლონეთში.

საწარმო ნედლეულს დასავლეთ საქართველოში იძენს, სადაც მთისა და ზღვის ჰავა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც ჩაის განსაკუთრებულ არომატსა და გემოვნურ თვისებებს სძენს.

mkurnali.ge

"მანნას" დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას განმარტებით, კომპანიის მიზანი ქართული კლასიკური ჩაის გემოს შენარჩუნება, ამასთან ახალი, უნიკალური არომატების შექმნა და მისი ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლისთვის წარდგენაა.
"ჩვენ ვმუშაობთ ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი ნედლეულითა და წარმოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. "მანნას" პროდუქცია განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხარისხი და საგემოვნო თვისებები,"- დაამატა ირაკლი ღურჭუმელიამ.

კომპანია ამჟამად 12 სახეობის ჩაის აწარმოებს, როგორც ფოთლოვან ჩაის, ასევე ჩაის ერთჯერად პაკეტებში. კლასიკური შავი და მწვანე ჩაის გარდა, "მანნას" ასორტიმენტში შედის ჩაი სხვადასხვა მცენარეული და ხილის მინარევებით.

R