რას იწვევს "უშაქრო" გაზიანი სასმელები - სპეციალისტები გვაფრთხილებენ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას იწვევს "უშაქრო" გაზიანი სასმელები - სპეციალისტები გვაფრთხილებენ!

გაზიანმა სასმელმა შაქრის შემცვლელით, ამერიკის გულის ასოციაციის ექიმების ყურადღება მიიპყრო. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ რაციონიდან აღნიშნული პროდუქტის სრულად გამორიცხვაა აუცილებელი. დიეტური გაზიანი სასმელი ზრდის ინსულტისა და ჭკუასუსტობის რისკს.

კარდიოლოგების ანგარიშის მიხედვით, დღეში ერთი ქილა „უშაქრო“ გაზიანი სასმელის მიღება 3-ჯერ ზრდის ინსულტის და 2,9-ჯერ ჭკუასუსტობის განვითარების რისკს. ცნობილია, რომ დიეტურ გაზიან სასმელებში შაქრის მაგივრად გამოიყენება ასპარტამის მსგავსი ხელოვნური დამატკბობლები. ორგანიზმში აღნიშნული ნაერთი იშლება ფენილალანინად, ასპარტამის მჟავად და მეთანოლად, რომლებიც ტოქსიურია. გარდა ამისა, ასპარტამი შეიძლება დაგროვდეს თავის ტვინში და გამოიწვიოს ნეირონების ანომალური აქტივობა.

დიეტურ გაზიან სასმელებში შემავალ სხვა ნივთიერებებთან ერთად, ის დიდ ტოქსიურ დატვირთვას ახდენს ღვიძლზე და ხელს უწყობს ტოქსიური ნივთიერებების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აკუმულირებას. გაზიანი სასმელები საშიშია მაღალი მჟავიანობის გამოც, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ანთება, ნაადრევი დაბერება და ქსოვილების რღვევა.

ლალი ჩხიკვაძე