1) კვება გაუცნობიერებლად
საკვები გაცნობიერებულად უნდა მიირთვათ; ეს ნიშნავს იმას, რომ ყურადღება მიაქციოთ რას, სად და როგორ მიირთმევთ. ამისათვის საჭიროა:
• საკვები მიირთვათ მაგიდასთან დამჯდარმა;
• კვების დროს იფიქროთ მხოლოდ საკვებზე და არ გაერთოთ;
• საკვები მიირთვათ ნელა;
• იკვებოთ ჯანსაღი საკვებითა და სასარგებლო კერძებით;
2) შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლები
სიმსუქნეს იწვევს შაქრის დიდი შემცველობა ზოგიერთ პროდუქტსა და სასმელში. რაფინირებულ ნახშირწყლებს შეიცავს თეთრი ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, პური. ისინი სწრაფად შეითვისება და გარდაიქმნება გლუკოზად. გლუკოზის სიჭარბე სისხლში
3) უჯრედისის ნაკლებობა
უჯრედისი დანაყრების გრძნობას იწვევს. მას შეიცავს მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, ნიგოზი და პარკოსნები.
4) ბაქტერიათა დისბალანსი ნაწლავებში
კვლევებით დადასტურებულია, რომ “კარგი” ბაქტერიები სხეულის მასის დაქვეითებაზე ახდენს გავლენას. მსუქნებს, ჩვეულებრივ, ნაწლავის
5) უძილობა
მათ, ვისაც 5-6 საათზე ნაკლებხანს სძინავს, ჭარბი წონის დაგროვება ემუქრება. ჯანსაღი ძილი გავლენას ახდენს მადის განმსაზღვრელი ჰორმონების რეგულაციაზე.
6) სტრესი
ქრონიკული სტრესი სისხლში კორტიზოლის დონეს ზრდის. ამ ჰორმონის ხანგრძლივად არსებობა სისხლში კი აძლიერებს მადას. სხეულის მასის ინდექსის ნორმალიზებისთვის აუცილებლად ერიდეთ სტრესებს, ისწავლეთ მათი დაძლევა.
თინათინ გოცაძე