ენდოკრინოლოგია

სიმსუქნე 2045 წლისთვის პლანეტის ყოველი მეოთხე ადამიანის პრობლემა იქნება

სიმსუქნე 2045 წლისთვის პლანეტის ყოველი მეოთხე ადამიანის პრობლემა იქნება
თუ გაცხიმოვნების ეპიდემია ამ ეტაპზე არსებულ დინამიკას შეინარჩუნებს, მაშინ კაცობრიობა ტოტალურ გაცხიმოვნებას შეეჯახება, თანაც უკვე ამ საუკუნის შუა პერიოდისთვის, - აცხადებენ ჭარბი წონის, როგორც გლობალური სამედიცინო და სოციალური პრობლემის შემსწავლელი საერთაშორისო კვლევითი პროექტის ექსპერტები.

“სიტუაცია მეტად საგანგაშოა - 2045 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, გამოხატული გაცხიმოვნება პლანეტის ყოველი მეოთხე ადამიანის პრობლემა იქნება, ასეთ შემთხვევაში კი ყოველ მე-8 ადამიანს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ექნება”, - აღნიშნულია მოხსენებაში, რომელიც სპეციალისტებმა ავსტრიაში (ვენაში) გამართულ, სიმსუქნის თემისადმი მიძღვნილ ევროპულ კონგრესზე გააკეთეს.

იმისათვის, რომ შეეფასებინათ ჭარბი
წონის, როგორც მსოფლიო პრობლემის გავრცელების სისწრაფე, მეცნიერებმა საგულდაგულოდ გააანალიზეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმოს) მიერ მიღებული სტატისტიკური მონაცემები. ჟანმომ ს მონაცემები 2000- 2014 წლებში შეაგროვა.

”გაცხიმოვნების პრობლემა უკვე სადღეისოდ ძალიან კატასრტოფულად გამოიყურება. 2017 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის 14 %-ს სიმსუქნე აღენიშნება, ასე რომ 25 %, რომელსაც მეცნიერები
2045 წლისთვის პროგნოზირებენ, შედარებით ოპტიმისტური ვარიანტია”, – აღნიშნულია კონგრესის ერთ-ერთ მოხსენებაში.

თინათინ გოცაძე

რეკომენდებული კლინიკები
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიაბეტური ვიტამინი+ომეგა 3 -28 აბი
ფასი: 55.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მსგავსი სიახლეები
ბრინჯის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა სიმსუქნის განვითარების რისკი შეამციროს.
16-05-2019
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 741 მილიონ მამაკაცს აღენიშნება
15-05-2019
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჭარბი წონისგან განკურნების ახალი მედიკამენტური მეთოდი შეიმუშავეს. მათ მიერ წარმოდგენილ
03-05-2019