7 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
7 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს

7 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს

ალკოჰოლის მიღებისას ადამიანები ხშირად სრულებით არ აქცევენ ყურადღებას აკრძალვებს და
ერთიანად აყოლებენ სასმელს ყველა სახის საკვებს - ცხიმიანს, შემწვარ-მოხრაკულს, მარილიანს, ტკბილს და ა. შ.

სასიამოვნო თრობაზე აღარც არის საუბარი, ორგანიზმს ისეთი ძლიერი დარტყმა ადგება, რომ ხშირ შემთხვევაში გამკლავებაც კი უჭირს, გარდა იმისა, რომ საჭმლის მომნელებელმა სისტემამ უნდა მოინელოს საკვების მთელი ნარევი, ეთილის სპირტიც უნდა დაშალოს.

თუ გსურთ უსიამოვნებათა არიდება და თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და მთლიანად ორგანიზმის დაზოგვა, ნადიმისას სიფრთხილით შეარჩიეთ ალკოჰოლისთვის მისატანებელი საკვები.

გაგაცნობთ 7 პროდუქტს, რომლებიც სრულებით არ
შეესაბამება სპირტიან სასმელებს:


1. ტორტი და ნამცხვარი

საქმე ისაა, რომ ორგანიზმი პირველ რიგში შეუდგება ცხიმიანი საკვების მონელებას, რადგან გლუკოზა ამ შემთხვევაში გადამუშავებისათვის პირველი პრეტენდენტია. ალკოჰოლის მონელება-დაშლა კი მოგვიანებით დაიწყება, რაც საბოლოოდ შემობრუნდება სისხლში ინსულინის გადმოტყორცნით, სწრაფად დათრობითა და ტოქსიკური მოწამვლით. ნაბახუსევიც არ იქნება მაინცდამაინც სასიამოვნო,
რიგში მდგომი (ასე ვთქვათ, მომლოდინე) ალკოჰოლი ხომ სწრაფად ხვდება სისხლში!


2. შოკოლადი


შოკოლადი ალკოჰოლთან ერთად ძლიერი დარტყმაა პანკრეასისთვის (კუჭუკანა ჯირკვლისთვის). ალკოჰოლი ისედაც ტვირთავს ამ ორგანოს, იწვევს ხანმოკლე სპაზმებს, შოკოლადს კი ზოგიერთი სადინარის სრულად დაბლოკვაც კი შეუძლია, შედეგად ადამიანმა შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სერიოზული დაავადება მიიღოს, მათ შორის - პანკრეატიტიც!


3. პომიდორი


არყის მოყვარულებმა პომიდორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაყოლონ სასმელს. მართალია, ეს სასმელი შედარებით მსუბუქი და ადვილად მოსანელებელია, მაგრამ მისი გავლენით პომიდვრის ორგანული მჟავების ზემოქმედება კუჭის კედლების ლორწოვანზე მკვეთრად ძლიერდება, ამის გამო კი მუცლის შებერილობა და მოუნელებლობა მიიღება.


4. შემწვარი ცხიმიანი ხორცი


ნებისმიერი ცხიმიანი და შემწვარი საკვები ამწვავებს და ახანგრძლივებს სპირტიანი სასმელების მოქმედებას. გარდა ამისა, დამატებითი დატვირთვა ადგება კუჭს, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს.


5. ცხარე საკვები


ცხარე საკვები, მაგალითად, მექსიკური მისაყოლებლები, აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას, ძლიერ სპირტიან სასმელებთან კომბინაციაში კი, მაგალითად, ტეკილასთან ერთად, შესაძლოა საყლაპავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის დამწვრობაც კი გამოიწვიოს.


6. მჟავე კიტრი

გაგიკვირდებათ და უმჯობესია, არაყს მარილიანი კიტრი მიაყოლოთ, ვიდრე მჟავე. პირველი წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს, მეორე კი ზედმეტ დატვირთვას უქმნის თირკმელებსა და ღვიძლს - ალკოჰოლის გადამუშავებით ისედაც გატანჯულ ორგანოებს.


7. ყურძენი, ნესვი და საზამთრო


თეთრ მშრალ ღვინოს ხილი, ჩვეულებრივ, კარგად ერწყმის, მაგრამ სხვა სასმელებს ეს საკვები არ უნდა მიაყოლოთ. ტკბილ ხილს (ყურძენს, ბანანს, ნესვს, საზამთროს) ორგანიზმი პირველ რიგში დაუწყებს მონელებას (ტორტების მსგავსად), ალკოჰოლს კი შემდგომი ეტაპისთვის მოიტოვებს, ასე რომ ნუ გაგიკვირდებათ მეორე დღეს მძიმე ნაბახუსევი, თუ წინა დღით კონიაკს ან ვისკის არომატული საზამთრო მიაყოლეთ!


რა უნდა მიაყოლოთ ალკოჰოლს

არსებობს უამრავი საკვები, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის სპირტიან სასმელებს, ამცირებს რა ორგანიზმზე მათ ტოქსიკურ ზემოქმედებას. მაგალითად, ღვინოს ყველაზე მეტად უხდება ყველი. მასში ორგანულადაა შეწყმული კალციუმი და სხვა მინერალები, რომლებიც ეხმარება ღვინიდან სასარგებლო პოლიფენოლების შეთვისებას.

არაყს განსაკუთრებულად უხდება კლასიკური “ვინეგრეტი”. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სალათაში არის კარტოფილი - ადსორბენტი, ასევე მჟავე კომბოსტო, რომელიც გამოდევნის ორგანიზმიდან ალკოჰოლს. ამის გამოა, რომ სპეციალისტები საღამოს არაყზე მჟავე კომბოსტოს მიყოლებას გვირჩევენ, დილით კი მისი წვენის - როგორც სამკურნალო ბალზამის - დალევას.

კარგი იქნება, თუ არაყს უცხიმო ხორცს (განსაკუთრებით - მოხარშულს), თევზს ან ზღვის პროდუქტებს მიაყოლებთ. ცხოველური ცილები, ჩვეულებრივ, დიდხანს მოინელება (4-8 საათში), ალკოჰოლის ზემოქმედებით კი უფრო მეტხანს, რადგან მათი მოლეკულები ნაწლავებში ერთდება.

ცილოვანი საკვების შერწყმა სადესერტო ღვინოებსა და ტკბილ ნაყენებთან - არასასურველია, არღვევს კუჭის წვენის სეკრეციას (გამოყოფას), რის გამოც ხორცი კუჭიდან მოუნელებელი სახით უცბად გადადის ნაწლავებში.

ასე რომ, გაითვალისწინეთ სპეციალისტთა რჩევები, ზომიერად სვით ალკოჰოლი, მიაყოლეთ სათანადო საკვები და ნუ დაივიწყებთ იმას, რომ ორგანიზმს მოფრთხილება სჭირდება!
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდებული პროდუქტები
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
წვეულებები, კორპორატიულები, საახალწლო სუფრები... მოამარაგეთ ორგანიზმი ამ პროდუქტებით, ღვიძლსა და
03-01-2019
კალიფორნიის უნივერსიტეტის გამომგონებლებმა წარმოადგინეს კანქვეშა ჩიპი, რომელიც ადამიანის სისხლში ალკოჰოლის დონეს აფასებს.
07-11-2018
იცით, რომ 100 გრამი იოგურტი 10 გრამ შაქარს შეიცავს და თუ მას ბავშვი რეგულარულად მიირთმევს, წონის
24-10-2018
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეტი მიირთვით საუზმეზე - ბევრი უარს ამბობს საუზმეზე. თითქოს კვების გამოტოვებულმა ულუფამ უნდა
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
კვებასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეკომენდაციები მიუთითებს, რომ სწორი კვება გულისხმობს დღე-ღამის
განსაკუთრებული ზიანის მომტანი ორგანიზმისთვის სპირტიანი სასმელის უკონტროლო მოხმარებაა.
უჯრედისით მდიდარი საკვები განამტკიცებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას - ნაპოვნია უკუკავშირი
ვიტამინი K აფერხებს თრომბების წარმოქმნას, დიდ როლს ასრულებს ზოგიერთი ცილის სინთეზში, სისხლის
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული