რატომ იმატებენ წონაში მწეველები მოწევაზე უარის თქმის შემდეგ
წონის მატების ეშინია. მეცნიერთა განცხადებით, საზოგადოდ ეს პრობლემა რამდენადმე გაზვიადებულია, თუმცა, გარკვეული კავშირი მოწევაზე უარის თქმასა და კილოგრამების მატებას შორის მაინც არსებობს.
ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ყოფილი მწეველები ჭარბ კილოგრამებს "აგროვებენ" ე.წ. კრემისფერი ცხიმის გამო, რომელიც მეცნიერებმა სულ ახლახანს აღმოაჩინეს. აღნიშნულ ბიოლოგიურ შენაერთში შედის ცილოვანი ნივთიერება CHRNA2, კოდირებული თანამოსახელე გენეტიკური თანმიმდევრობით. გენი CHRNA2 დაკავშირებულია ნიკოტინზე დამოკიდებულების მავნე ჩვევასთან, რომელიც იმავდროულად მეტად ინდივიდუალურია – განმარტავენ მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები.
საბოლოოდ სპეციალისტები ჯერ კიდევ ვერ ხსნიან, როგორ არის დაკავშირებული კრემისფერი ცხიმი წონის მატებასთან მოწევაზე უარის თქმის შემდეგ. კვლევები ამ კუთხით ისევ ინტენსიურად გრძელდება.
თინათინ გოცაძე