რამდენიმე უცნობი ფაქტი ყველზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

რამდენიმე უცნობი ფაქტი ყველზე

რამდენიმე უცნობი ფაქტი ყველზე
ხაჭაპური, ელარჯი, პიცა, ყველის სხვადასხვა სახეობა, ბერძნული სალათი ნაზი ფეტათი-ყველასთვის საყვარელი და სასიამოვნო კერძებია. აღმოჩნდა, რომ ყველი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს იწვევს. ძირითადად ადამიანებს ის ძალიან უყვართ, მცირე ნაწილი კი ვერ იტანს. ყველის მოწინააღმდეგები უმცირესობაში არიან, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით ბევრია, დაახლოებით 6%. შედარებისთვის მხოლოდ 2,7% არ უყვარს თევზი და 2,4% - ძეხვი და დამუშავებული ხორცი.

ყველი და კარიესი

ცნობილი ფაქტია, რომ რძე კბილებისთვის სასარგებლოა, მასში კალციუმის შემცველობის გამო. კვლევებით დადგინდა, რომ ყველი იცავს კბილებს კარიესისგან, ამ პროდუქტში არსებული ნივთიერებები კბილის მინანქარს
მჟავე გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან იცავს.

ფეტა გვიხსნის მოწამვლისგან

საკურორტო ქალაქში სადილობისას, მოწამვლის თუ გეშინიათ, შეუკვეთეთ ბერძნული სალათი ფეტათი. ყველი ფეტა უმკლავდება პათოგენურ ბაქტერიებს, რომლებიც საჭმლის მონელების დარღვევას იწვევს.
ფეტა ბერძნული ყველია, რომელსაც თხის რძისგან ამზადებენ. მეცნიერებმა თხის რძეში აღმოაჩინეს სასარგებლო ბაქტერიები, რომელთაც ნაწლავური ინფექციების გამომწვევებთან,
მაგალითად, Listeria, მებრძოლი ანტიბიოტიკების წარმოების უნარი აქვს.

Listeria ბაქტერიები ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ცუდად შემწვარი ხორცის ან თევზის მიღების შემდეგ. ეს მიკრობები იწვევს სერიოზულ მოწამვლას, რომელიც განსაკუთრებით პატარა ბავშვებში, ხანდაზმულებსა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.
ყველის რბილი სახეობები ლისტერიოზის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ორსულებისთვისაც.

ყველი და გული

ექიმები, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან დასაცავად, ნატრიუმის მიღების შეზღუდვისკენ მოგვიწოდებენ. ყველში ეს მიკროელემენტი მაღალი შემცველობითაა წარმოდგენილი, თუმცა მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც რძის პროდუქტებს ჭარბად მოიხმარენ, ნაკლებად ექვემდებარებიან არტერიული ჰიპერტენზიის რისკს. კვლევების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველში არსებული ნატრიუმი არ ვნებს გულსა და სისხლძარღვებს. მათი ვარაუდით ცილები და სხვა საკვები ნივთიერებები იცავენ სისხლძარღვებს ნატრიუმის უარყოფითი მოქმედებისგან.

ყველი აძლიერებს იმუნიტეტს

ზოგიერთი სახეობის ყველი შეიცავს პრობიოტიკებს - სასარგებლო ბაქტერიებს. პრობიოტიკები მაწონში, კეფირსა და იოგურტშიცაა, რომელთა მიღებაც რეკომენდებულია საკვების მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. კვლევებმა აჩვენა, რომ ყველი აძლიერებს ხანდაზმული ადამიანების (რომელთა იმუნიტეტიც დაბერების პროცესის გამო დასუსტებულია) დამცველობით ძალებს. ყველის მიღებით იზრდება ლიმფოციტების აქტივობა, რომლებიც ებრძვიან სიმსივნურ და ვირუსებით დასნებოვნებულ უჯრედებს. ასევე იზრდება ლეიკოციტების ფაგოციტური აქტივობა (იმუნური სისტემის უჯრედების უნარი, გაანადგუროს უცხო მიკროორგანიზმები). იმუნური სისტემის გაძლიერებისა და პრობიოტიკების მაღალი შემცველობის თვალსაზრისით გამოიყენეთ ყველი ჩედარი და გაუდა.

ლალი ჩხიკვაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
კვირაში მინიმუმ სამჯერ ჩაის მიღებით, შეგვიძლია გავიჯანსაღოთ ორგანიზმი და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე.
04-03-2020
ცუდი სტატისტიკა: მსოფლიოში სიკვდილიანობის 31% გულისა და სისხლძარღვთა სისტემის დარღვევის შედეგია.
10-10-2019
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
06-09-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ამ დასკვნამდე მივიდნენ ჩინეთის უნივერსიტეტის შენიანის საავადმყოფოს უროლოგები.
1. რაციონი 90-100%-ით უნდა შედგებოდეს მცენარეული საკვებისგან.
აიოვის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კვების რაციონში, ღვინისა და ყველის უფრო აქტიური ჩართვით,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად