უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი
უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი
უჯრედისის სასარგებლო თვისებებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა ეს ერთგვარი პარადოქსია, რადგანაც ეს ნივთიერება არ აითვისება, გადის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ტრანზიტით. იყო დრო, როდესაც კვების მსგავს კომპონენტებს უწოდებდნენ ბალასტს და მის მოშორებაზეც ზრუნავდნენ. მაგალითად ამისთვის ამზადებდნენ განსაკუთრებულად წვრილად დაფქვილ ფქვილს, რომელსაც აცილებდნენ უმცირეს მინარევსაც კი. ის დღესაც ძალიან პოპულარულია და ცნობილია, როგორც უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, რომელსაც იყენებენ თეთრ პურში, ნამცხვრებში, ბაგეტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმში.

რითია სასარგებლო ნივთიერება, რომელიც
არ შეიწოვება? სარგებელი მას ნაწლავში გადაადგილებისას მოაქვს.

• უჯრედისი საკვებს ანიჭებს მოცულობას, არ ზრდის მის კალორიულობას, რის ხარჯზეც ადამიანი სწრაფად ნაყრდება.
• არეგულირებს კუჭ
ის მოქმედებას და ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას. უჯრედისი აკავებს წყალს და განავლოვან მასებს ანიჭებს მოცულობასა და ნორმალურ კონსისტენციას.
• უჯრედისი ხელს უშლის მსხვილ ნაწლავში მჟავა გარემოს შექმნას, რის შედეგადაც ვეღარ მრავლდება მავნე ბაქტერიები.
• ის ხელს უშლის ნაწლავის მრავალი დაავადების, მათ შორის კოლიტის, კრონის დაავადების, დივერტიკულიტის, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
• უჯრედისი ღრუბელივით ისრუტავს მავნე და ტოქსიურ ნივთიერებებს და გამოაქვს გარეთ, რითაც ამცირებს ორგანიზმზე ტოქსიურ დატვირთვას.
• ის ამცირებს ქოლესტერინისა და ცხიმების შეწოვას. უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება აქვეითებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და სიკვდილიანობას.

უჯრედისით მდიდარია ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია.


ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.99
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.99
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.99
მსგავსი სიახლეები
მუშმალა, იგივე იაპონური ზღმარტლლი მდიდარია A და B ვიტამინებით, ხოლო C ვიტამინის შემცველობით
11-12-2018
წლების მატებასთან ერთად რატომ ვიმატებთ წონაში? ადამიანები ამჩნევენ, რომ კვების ჩვეული რეჟიმის
10-12-2018
კანადელმა მეცნიერებმა გააკეთეს უიმედო დასკვნა, რომ ყველა ადამიანის სწორ კვებაზე გადასვლა უბრალოდ
22-11-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მუშმალა, იგივე იაპონური ზღმარტლლი მდიდარია A და B ვიტამინებით, ხოლო C ვიტამინის შემცველობით
წლების მატებასთან ერთად რატომ ვიმატებთ წონაში? ადამიანები ამჩნევენ, რომ კვების ჩვეული რეჟიმის
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
ზოგს ჰგონია, რომ მსხალში შაქრის გარდა სასარგებლო არაფერია. სინამდვილეში ასე არ არის! მართალია C და A
დაბერება გარდაუვალი პროცესია, თუმცა, ზოგთან ეს პროცესი განსაკუთრებულად დაჩქარებულია, ზოგი კი გვიან
ესპანელი მკვლევარების მონაცემებით (გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Molecular Biologi) ზეთისხილის კანში
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,