10 ყველაზე ხშირი მიზეზი, რომლის გამოც დიეტა უშედეგოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 ყველაზე ხშირი მიზეზი, რომლის გამოც დიეტა უშედეგოა

რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქოდეს:

ჰიპოთირეოზი

ქალებში ჰიპოთირეოზი 4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. ჰიპოთირეოზს განაპირობებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ხანგრძლივი და მყარი ნაკლებობა. ამის მიზეზი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. სიმპტომებიდან საყურადღებოა მოდუნება, ძილიანობა, მეხსიერების გაუარესება, შრომის უნარის დაქვეითება, კანის, თმის, ფრჩხილების მდგომარეობის გაუარესება, ანემია, გულისრევა, ყაბზობა, შეშუპება. ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და მოძრაობის სურვილის დაქვეითების შედეგად ხდება წონაში მატება.

უძილობა

ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, ქალები, რომელთა ღამის (ეს მნიშვნელოვანია) ძილი არა უმეტეს 5 საათს შეადგენს, მიუხედავად ნორმალური კვების რეჟიმისა, წონაში იმატებენ. ამის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ვერსია ორია: მეტაბოლიზმის შენელება, როგორც დაცვითი რეაქცია და დაღლილი ტვინის მიერ ენერგიის ეკონომიის აუცილებლობის გამო, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. ღამის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 8 საათია.

ეპილეფსია

ამ შემთხვევაში შესაძლებელია დარღვეული იყოს ჰორმონების ბალანსი.

კორტიზონის შეტევა

კორტიზონი თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონია და წარმოადგენს ორგანიზმის ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულატორს, ასევე მონაწილეობს სტრესული რეაქციების განვითარებაში. კორტიზოლი მნიშვნელოვნად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. კორტიზოლის მომატებული გამომუშავების მიზეზი კუშინგის დაავადება შეიძლება იყოს, რომელიც ქალებში 5-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. დაავადების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმის ან სიმსივნის შედეგად ჰიპოფიზის დაზიანება.

ინსულინომა

ინსულინომა კუჭუკანა ჯირკვლის ახალწარმონაქმნია (უფრო ხშირად კეთილთვისებიანი). ამ დროს ხდება სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, რაც შიმშილის გრძნობის გაძლიერებას იწვევს.

საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი

ეს არის პოლიენდოკრინული სიმპტომი, რომლის დროსაც საკვერცხეების, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქცია ირღვევა. სიმპტომები ძალიან ბევრი და მრავალფეროვანია. აღინიშნება მამაკაცის ტიპის სიმსუქნე (იზრდება მუცელი და მხოლოდ შემდეგ ხდება კიდურებზე ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება). კანი ცხიმიანდება და აღინიშნება გამონაყარი, შეიძლება განვითარდეს შეშუპება, ძილის აპნოე, ადგილი აქვს ადვილად გაღიზიანებას, დეპრესიულ მდგომარეობას, ძილიანობას, თმის ცვენას.

ესტროგენის დონის მკვეთრი შემცირება

როდესაც საკვერცხეების მიერ ესტროგენების გამომუშავება მცირდება, ცხიმი დამოუკიდებლად იწყებს ქალის სასქესო ჰორმონის მსგავსი ნივთიერების პროდუქციას. რაც ნაკლებია ესტროგენის დონე, მით მეტია ცხიმი მუცელსა და თეძოებზე. გარდა ამისა, ძვლები უფრო მყიფე ხდება, ესტროგენის გარეშე ქალის ორგანიზმი ვეღარ ითვისებს კალციუმს. ესტროგენის დონის დაქვეითება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ ამ თვალსაზრისით კლიმაქსი ლიდერობს.

ჭარბი პროლაქტინი

პროლაქტინი ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების ჰორმონია. თუმცა, ზოგჯერ ის ჭარბად გამომუშავდება, რასაც „ჰიპერპროლაქტინემია“ ეწოდება. ამ დროს ცხიმი გაძლიერებულად ლაგდება განსაკუთრებით მხრებისა და მკერდის მიდამოში. მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება.

მედიკამენტების გვერდითი ეფექტი

ზოგიერთი წამლის, ორალური კონტრაცეპტივის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ნივთიერებათა ცვლის შეცვლა.

მეტაბოლიზმის მემკვიდრული პრობლემები

მოსახლოების დაახლოებით 1%-ში სიმსუქნე გენეტიკურია.

ლალი ჩხიკვაძე