ცრემლის ანალიზით შესაძლებელია პარკინსონის დაავადების აღმოჩენა
მნიშნველოვანია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.
ამერიკელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ცრემლის ანალიზი პირველადი დიაგნოსტიკისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.
სამხრეთ კალიფორნიის უნივერისტეტის სპეციალისტება გამოიკვლიეს 27 ჯანმრთელი და პარკინსონით დაავადებული 55 ადამიანის ცრემლის ნიმუში. აღმოჩნდა, რომ ცრემლში ზოგიერთი ცილის კონცენტრაცია პარკინსონით დაავადებულ და ჯანმრთლელ ადამიანებში მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
ცრემლის სეკრეცია რეგულირდება პერიფერიული ნერვული სისტემის მეშვეობით. პარკინსონის დაავადება მის მუშაობას არღვევს. აღნიშნული ანალიზი საშიში დაავადების სერიოზული სიმპტომების გამოჩენამდე, ადრეული დიაგნოსტირების იაფი და არაინვაზიური მეთოდია.
ლალი ჩხიკვაძე