ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია

ხელისგულზე

ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის გამოგონებამ არტერიების გამტარობის შეფასება გააადვილა. მედიცინისთვის ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან არტერიათა გამტარობის დარღვევა იწვევს თავის ტკივილებს, თავბრუხვევას, ყურადღების, მეხსიერების, მხედველობის დაქვეითებას, ხელების დაბუჟებას და სხვა სისხლძარღვოვან პრობლემებს. ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია საშუალებას იძლევა, გამოწვლილვით შეფასდეს კისრის სისხლძარღვების მდგომარეობა. ამ მეთოდს საფუძვლად უდევს ექოლოკაციის პრინციპი, რომლითაც სარგებლობს ღამურა: ის სრულ სიბნელეში ისე დაფრინავს, რომ არაფერს ეჯახება, რადგან წინ გზავნის ულტრაბგერით იმპულსს და არეკლილი ბგერების მეშვეობით უფრო ადრე იღებს დაბრკოლების სამგანზომილებიან გამოსახულებას, ვიდრე მასთან მიფრინდება.

ლურჯ-წითელი ნაკადი

თავდაპირველად სამედიცინო ულტრაბგერითი ხელსაწყოების მეშვეობით შესაძლებელი იყო მხოლოდ შინაგანი ორგანოების გამოკვლევა. შემდეგ მეცნიერებმა გამოიგონეს ხელსაწყო, რომელიც სისხლძარღვში სისხლის მოძრაობასაც ხედავდა. თანამედროვე ულტრაბგერითი დოპლერი არა მხოლოდ ხედავს, არამედ “ესმის” კიდეც, როგორ მიედინება სისხლი. იკვლევენ მწოლიარე პაციენტს. კისრის ქვეშ მას უდებენ მცირე ზომის მრგვალ ბალიშს, რათა თავი ოდნავ გვერდით ჰქონდეს მიბრუნებული. გამოკვლევის დროს ექიმს ესმის სისხლძარღვების პულსაცია, ხოლო ხელსაწყო ზომავს სისხლის მიმოქცევის სისწრაფეს. მონიტორზე ჩანს სისხლის მოძრაობა არტერიებსა და ვენებში, ამასთან, არტერიული სისხლი წითლადაა შეფერილი, ხოლო ვენური - ლურჯად. კონტაქტის გასაადვილებლად ექიმი პაციენტს კისერზე უსვამს სპეციალურ გელს და სპეციალური მაჩვენებლით ეხება საკვლევი სისხლძარღვის პროექციის ადგილს. ულტრაბგერითი მაჩვენებელი ერთსა და იმავე დროს ულტრაბგერითი სიგნალის გამომსხივებელიც არის და მიმღებიც. ექიმი სისხლძარღვის მთელ სიგრძეზე აფასებს სისხლის ნაკადს და მიღებულ მაჩვენებლებს სტანდარტს ადარებს. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი - საშუალოდ ერთ საათს გრძელდება. ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია ავლენს სისხლძარღვების თანდაყოლილ ანომალიებს, დეფორმაციებს, ათეროსკლეროზს. ამ მეთოდის წყალობით დიაგნოსტიკის შესაძლებლობები არსებითად გაფართოვდა.