ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია

ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია
თავის ტკივილი, მხედველობისა და მეხსიერების დაქვეითება შესაძლოა სისხლძარღვოვანი პრობლემებით იყოს გამოწვეული. არსებობს მეთოდი, რომელსაც მათი გამოვლენა შეუძლია. ადამიანის თავის ტვინს სისხლით ოთხი არტერია ამარაგებს. ეს მსხვილი სისხლძარღვები ისე საიმედოდაა მიმალული ქსოვილთა სიღრმეში, რომ არა მხოლოდ დანახვა, ხელით შეგრძნებაც კი შეუძლებელია, ხოლო იმის გაგება, კარგად ატარებენ თუ არა სისხლს, კიდევ უფრო ძნელია.


ხელისგულზე
ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის გამოგონებამ არტერიების გამტარობის შეფასება გააადვილა. მედიცინისთვის ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან არტერიათა გამტარობის დარღვევა იწვევს თავის ტკივილებს, თავბრუხვევას, ყურადღების, მეხსიერების, მხედველობის
დაქვეითებას, ხელების დაბუჟებას და სხვა სისხლძარღვოვან პრობლემებს. ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია საშუალებას იძლევა, გამოწვლილვით შეფასდეს კისრის სისხლძარღვების მდგომარეობა. ამ მეთოდს საფუძვლად უდევს ექოლოკაციის პრინციპი, რომლითაც სარგებლობს ღამურა: ის სრულ სიბნელეში ისე დაფრინავს, რომ არაფერს ეჯახება, რადგან წინ გზავნის ულტრაბგერით იმპულსს და არეკლილი ბგერების მეშვ­ეობით უფრო ადრე იღებს დაბრკოლების სამგანზომილებიან გამოსახულებას,
ვიდრე მასთან მიფრინდება.

ლურჯ-წითელი ნაკადი
თავდაპირველად სამედი­ცინო ულტრაბგერითი ხელსაწყოების მეშვეობით შესა­ძ­­ლებელი იყო მხოლოდ შ­ინ­აგანი ორგანოების გამოკვლევა. შემდეგ მეცნიერებმა გამოიგონეს ხელსაწყო, რომელიც სისხლძარღვში სისხლის მოძრაობასაც ხედავდა. თანამედროვე ულტრაბგერითი დოპლერი არა მხოლოდ ხედავს, არამედ “ესმის” კიდეც, როგორ მიედინება სისხლი. იკვლევენ მწოლიარე პაციენტს. კისრის ქვეშ მას უდებენ მცირე ზომის მრგვალ ბალიშს, რათა თავი ოდნავ გვერდით ჰქონდეს მიბრუნებული. გამოკვლევის დროს ექიმს ესმის სისხლძარღვების პულსაცია, ხოლო ხელსაწყო ზომავს სისხლის მიმოქცევის სისწრაფეს. მონიტორზე ჩანს სისხლის მოძრაობა არტერიებსა და ვენებში, ამასთან, არტერიული სისხლი წითლადაა შეფერილი, ხოლო ვენური - ლურჯად. კონტაქტის გასაადვილებლად ექიმი პაციენტს კისერზე უსვამს სპეციალურ გელს და სპეციალური მაჩვენებლით ეხება საკვლევი სისხლძარღვის პროექციის ადგილს. ულტრაბგერითი მაჩვენებელი ერთსა და იმავე დროს ულტრაბგერითი სიგნალის გამომსხივებელიც არის და მიმღებიც. ექიმი სისხლძარღვის მთელ სიგრძეზე აფასებს სისხლის ნაკადს და მიღებულ მაჩვენებლებს სტანდარტს ადარებს. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი - საშუალოდ ერთ საათს გრძელდება. ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია ავლენს სისხლძარღვების თანდაყოლილ ანომალიებს, დეფორმაციებს, ათეროსკლეროზს. ამ მეთოდის წყალობით დიაგნოსტიკის შესაძლებლობები არსებითად გაფართოვდა.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია, რომელიც
ფლებოგრაფია ანუ ვენოგრაფია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია,
ათეროსკლეროზული დავადება ძირითადად ასაკოვან პირებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული,
ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების: ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია,
ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის
ანგიოგრაფია სისხლძარღვების რენტგენოლოგიური კვლევაა. ის სისხლძარღვების, სისხლის მიმოქცევისა და
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად