როდის არის სახიფათო მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

როდის არის სახიფათო მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა

როდის არის სახიფათო მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა
მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ერთი შეხედვით უვნებელმა ნივთებმა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა შესაძლოა უეფექტო და სახიფათოც კი გახადოს.

ადამიანის სხეულში ბევრი ლითონია: წკირები, იმპლანტანტები, სტიმულატორების ელექტროდები, მუდმივი მაკიაჟის ნაწილაკები და სხვ. MRI მაგნიტების დახმარებით იღებს რბილი ქსოვილების, ორგანოებისა და სახსრების დეტალურ გამოსახულებას.ვსხეულში ლითონის არსებობამ კი შესაძლოა ხელი შეუშალოს MRI-ს მუშაობას. რაც უფრო ძლიერია MRI-ს მაგნიტი, მით უფრო სახიფათოა სხეულში ლითონის ნაწილაკების არსებობა. MRI-სადმი შიშმა ქირურგიაში მეტალის გამოყენების გახშირებასთან ერთად იმატა. კარდიოსტიმულატორები, იმპლანტირებული დეფიბრილატორები, ნეიროგა
დამცემები ელექტროდებით, ყურის იმპლანტანტები, სასქესო ორგანოების პროთეზები, ხელოვნური სახსრები და თვალები, იმპლანტირებული კონტრაცეპტივები, ქირურგიული კავები და ჭანჭიკები, ინსულინის ტუმბო - ყოველივე ეს ზრდის პრობლემების წარმოშობის რისკს. ნიკოტინის პლასტირი და კანიდან მედიკამენტების შემყვანი პლასტირიც კი შეიძლება შეიცავდეს ლითონს. გარდა ამისა, მეტალის ნაწილაკები შედის დეკორატიული კოსმეტიკისა და თმის ლაქის შემადგენლობაშიც. სახიფათოა კბილების პროთეზიც. მეტალის ნაწილაკებმა რომც
არ დააზარალოს ადამიანი, მკვეთრი გამოსახულების მიღებას ნამდვილად შეუშლის ხელს. საშიშია MRI-ს ოთახში ლითონის ობიექტების არსებობაც, რადგან MRI-ს მაგნიტები მათ პაციენტისკენ იზიდავს. აღრიცხულია შემთხვევა, როდესაც ადამიანი დაბრმავდა თვალში ლითონის ნაწილაკების მოხვედრის გამო - ამ ნაწილაკების გადანაცვლების შედეგად მხედველობის ნერვი დაუზიანდა.

იხილეთ აგრეთვე სტატია "აქვს თუ არა უკუჩვენება კომპიუტერულ ტომოგრაფიას"
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია, რომელიც
ფლებოგრაფია ანუ ვენოგრაფია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია,
ათეროსკლეროზული დავადება ძირითადად ასაკოვან პირებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული,
ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების: ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია,
ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის
ანგიოგრაფია სისხლძარღვების რენტგენოლოგიური კვლევაა. ის სისხლძარღვების, სისხლის მიმოქცევისა და
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად