მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია სავარაუდო მწვავე ინსულტის მქონე პაციენტების გადაუდებელ შეფასებაში
პაციენტებს, რომლებიც მიმართავენ სასწრაფო დახმარების განყოფილებას ინსულტის მსგავსი სიმპტომებით, შეიძლება ჰქონდეთ ცერებროვასკულური დაავადება (იშემიური ან ჰემორაგიული) ან სხვა არასისხლძარღვოვანი დარღვევები. იდეალური ვიზუალიზაციის მეთოდმა, მწვავე ინსულტის მქონე პაციენტების შესაფასებლად, ზუსტად უნდა გამოავლინოს როგორც ცერებრალური იშემია, ასევე ინტრაკრანიალური სისხლდენა და განასხვაოს ცერებროვასკულური მიზეზები სხვა მიზეზებისგან.
CT არის ყველაზე გავრცელებული ვიზუალიზაციის მეთოდი, რომელიც გამოიყენება საეჭვო ინსულტის მქონე პაციენტების შესაფასებლად. ეს მეთოდი ფართოდ არის ხელმისაწვდომი, სწრაფი, მარტივი და ნაკლებად ძვირია, ვიდრე MRI. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ CT მგრძნობიარეა მწვავე ინტრაკრანიალური სისხლდენის დროს, ის ნაკლებად მგრძნობიარეა მწვავე იშემიური ინსულტის შემთხვევაში. კვლევებით დასტურდება, რომ CT არ არის საკმარისად მგრძნობიარე მწვავე იშემიის დიაგნოსტირებისთვის, ექვემდებარება ინტერპრეტაციაში მნიშვნელოვან ცვალებადობას და შესაძლოა არ იყოს MRI-ზე უკეთესი მწვავე ინტრაკრანიალური სისხლდენის გამოსავლენად.
MRI იძლევა უპირატესობებს მწვავე ინსულტის შეფასებაში. მწვავე იშემიური დაზიანების ცვლილებები უფრო ადრე გამოვლინდა MRI-ით, ვიდრე CT-ით.
კლინიცისტები, რომლებიც იყენებენ MRI-ს, როგორც მწვავე ინსულტის ვიზუალიზაციის ერთადერთ მეთოდს, დარწმუნებულნი არიან, რომ უარყოფითი MRI ისეთივე ეფექტურია მწვავე ინტრაკრანიალური სისხლდენის გამოსარიცხად, როგორც უარყოფითი CT სკანირება.
უკონტრასტო CT ზოგადად უფრო ხელმისაწვდომია გადაუდებელი გამოყენებისთვის, თუნდაც იმ დაწესებულებებში, სადაც ხელმისაწვდომია MRI. CT სკანირების ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები ნაკლებია. მაგრამ, ვინაიდან გადაუდებელი MRI იძლევა უფრო ზუსტ დიაგნოზს, ვიდრე გადაუდებელი CT, მას შეუძლია გააუმჯობესოს ინსულტის მკურნალობის ეფექტურობა, რადგან საბოლოო მკურნალობა და მეორეული პრევენცია უფრო ადრე შეიძლება დაიწყოს.
MRI უფრო მგრძნობიარეა ვიდრე CT მძიმე ინსულტის დროს.
MRI შეიძლება გამოიყენონ გადაუდებელი ვიზუალიზაციის ერთადერთ მეთოდად პაციენტებისთვის, რომლებსაც, სავარაუდოდ, აქვთ მწვავე ინსულტი, იშემიური ან ჰემორაგიული.
MRI უფრო ეფექტურია მწვავე იშემიის გამოსავლენად და შეუძლია მწვავე და ქრონიკული სისხლდენის გამოვლენა და უნდა იყოს კვლევის მეთოდი საეჭვო მწვავე ინსულტის მქონე პაციენტების ზუსტი დიაგნოზისთვის.
მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის უპირატესობები:
- მაღალი სიზუსტე;
- ყველაზე ზუსტი დიაგნოსტიკის მეთოდია ნერვული სისტემის დაავადებებისთვის;
- არ წარმოდგენს საფრთხეს ორსულებისა და ბავშვებისათვის;
- არ არის მრტ-პროცედურების რაოდენობა შეზღუდული;
- პროცედურა უმტკივნეულოა;
- რენტგენოლოგიური დასხივება არ ხდება.
კომპიუტერული ტომოგრაფიის დადებითი მხარეები:
- პროცედურა უმტკივნეულო და ხანმოკლეა;
- არ არის შეზღუდვები იმ პირებისათვის, ვის ორგანიზმშიც არის ლითონის ან ელექტროული მოწყობილობები.
მრტ-ს ნაკლოვანებები:
- შეზღუდულია მისი ჩატარება იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ორგანიზმში აქვთ ლითონის საგნები ან ელექტრომოწყობილობები.
კტ-ს მინუსები:
- სახიფათო რენტგენოლოგიური გამოსხივება;
- წარმოადგენს ინფორმაციას ორგანოსა და ქსოვილების შენებაზე და არა მათ ფუქნციონირებაზე;
- უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, ლაქტაციის პერიოდში და ბავშვებისთვის.
ზოგადად, ამ ორი პროცედურის შედარება შეუძლებელია, რადგანაც სრულიად განსხვავებულია. მათი განსხვავებაა: ჩვენებები, უკუჩვენებები, ზემოქმედების მეთოდები. ამიტომ ექიმი თავად განსაზღვრავს რომელ მეთოდზე შეაჩერებს არჩევანს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.