შეუხორცებელი ნაკაწრები, მტვრევადი ფრჩხილები - კიდევ რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს მაღალი ქოლესტერინი

რადგანაც აღმოცენებული რიგი სიმპტომებისა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებზე მიგვითითებდეს. მათ დაასახელეს მაღალი ქოლესტერინის ნიშნები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ფეხებზე.
ადამიანთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის ორგანიზმში ქოლესტერინთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, ვიდრე სერიოზული გართულებები არ გამოვლინდება, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსუტლტი. ზოგჯერ პრობლემის გამოვლენა ძალიან რთულია გარეგანი ნიშნების არარსებობის გამო. შორს წასულ შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული არტერიების დაავადება, რომელიც ქვედა კიდურების სისხლძარღვებზე აისახება.
ბრიტანელი ექიმების განცხადებით, პერიფერიული არტერიების დაავადებისას სისხლძარღვები ვიწროვდება, იხშობა, რაც ზღუდავს სისხლის მოდინებას კიდურებისკენ. ყურადღება უნდა მიექცეს ფეხების მდგომარეობას, რომელმაც შეიძლება გვიკარნახოს საშიში დარღვევების არსებობის შესახებ.
სიმპტომებიდან შეიძლება გამოვყოთ, ფეხებზე თმის ზრდის შეწყვეტა, მოწითალო-მოლურჯო ან ფერმკრთალი კანი ფეხზე, ხანგრძლივად შეუხორცებელი ნაკაწრები, მსხვილი გაუმჭვირვალე ფრჩხილები, ასევე მათი მომატებული მტვრევადობა და ზრდის შეჩერება, კუნთებში სიმძიმე და მგრძნობელობის დაქვეითება, დაბუჟება, წვივისა და ტერფის კუნთების სპაზმი, მტკივნეული შეგრძნებები და წვა.