/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

ულტრაბგერითი გამოკვლევა ბავშვთა ასაკში

ულტრაბგერითი გამოკვლევა ბავშვთა ასაკში
ულტრაბგერით გამოკვლევას პედიატრიულ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და დიდი უპირატესობითაც გამოირჩევა.

გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკის დირექტორი, ულტრაბგერითი გამოკვლევის კაბინეტის ხელმძღვანელი ნინო წივწივაძე.

- რა უპირატესობა აქვს ულტრაბგერით გამოკვლევას ინსტრუმენტული კვლევის სხვა მეთოდებთან შედარებით?

- პედიატრებს ულტრაბგერითი გამოკვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ამასთანავე, მას, რენტგენოლოგიური გამოკვლევისგან განსხვავებით, არ გააჩნია მავნე გამოსხივება და თამამად შეგვიძლია, რამდენიმეჯერ ჩავატაროთ. გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია ავადმყოფის საწოლთან. კვლევა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, არ სჭირდება პაციენტის სპეციალური მომზადება და ასე შემდეგ.

- რა ინფორმაციას იძლევა ულტრაბგერითი მეთოდი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის გამოკვლევისას?

- ბავშვებში ელენთის პირველადი დაზიანება იშვიათია, მაგრამ პრაქტიკულად ყოველთვის აღინიშნება ცვლილებები ჰეპატოლოგიური, ონკოლოგიური, იმუნური, სისხლძარღვოვანი, ინფექციური, სისტემური, პარაზიტული დაავადებების დროს. ამ ცვლილებების აღმოჩენა და დაავადებაზე დინამიკაში დაკვირვება სწორედ ულტრაბგერითი გამოკვლევით არის შესაძლებელი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვებში თირკმელებისა და საშარდე გზების გავრცელებული პათოლოგიაა შარდის ბუშტ-ურეთრის რეფლუქსი. მისი კონტროლისთვის გამოიყენება აღმავალი ცისტოგრაფიული გამოკვლევა, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის შარდის ბუშტისა და საშარდე გზების აგებულების შესახებ. გამოკვლევისას გამოიყენება რენტგენოკონტრასტული ნივთიერება. კვლევის ეს მეთოდი განსაკუთრებით სახიფათოა გოგონებისთვის.

უფრო სრულყოფილ ინფორმაციას შარდის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების თვალსაზრისით იძლევა ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მუცლის ტკივილი ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის ყველაზე ხშირი მიზეზია. ასეთ დროს ისმება წინასწარი დიაგნოზი: მწვავე აპენდიციტის შეტევა. ამ პათოლოგიის გამოსარიცხად აუცილებელია პირველ საათებში დინამიკაში დაკვირვება.

ულტრაბგერითი გამოკვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის დიაგნოზის დაზუსტებისა და სხვადასხვა პათოლოგიისგან დიფერენცირებისთვის. ქრონიკული შეკრულობა (კოლიტი) პედიატრიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება...

ექოგრაფიული გამოკვლევით შესაძლებელია დადგინდეს მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილის ზომები და კედლის აგებულება, კერძოდ კი სწორი ნაწლავის მდგომარეობა, რომელიც ყველაზე მეტად ზიანდება ქრონიკული შეკრულობის დროს. მისი ერთ-ერთი გართულებაა ინვაგინაცია, ჩაჭედვა. ამ ცვლილებებზე დინამიკაში დაკვირვება აუცილებელია მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესარჩევად, ინვაგინაციის დადასტურების შემთხვევაში დროული სამედიცინო ჩარევისთვის.

- ამბობენ, რომ ულტრაბგერით გამოკვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალშობილთა თანდაყოლილი პათოლოგიების გამოსავლენად...

- ახალშობილობის პერიოდში მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა საშუალებას იძლევა, სწორად შეფასდეს სახსარში მიმდინარე ცვლილებები - ჰიპოპლაზია, დისპლაზია და სხვა. ამ გამოკვლევამ მინიმუმამდე შეამცირა ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა სახსრის განვითარების პათოლოგიური ცვლილებების გამოსასწორებლად.

სახსრების ულტრაბგერითი გამოკვლევა წარმატებით გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის. იუვენილური ფორმის დროსაც. მუხლის სახსრის გამოკვლევით შეიძლება შეფასდეს ხრტილის ჰიალინური აგებულება, ძვლების შრეობრივი აგებულების მდგომარეობა, სახსრის ღრუში თავისუფალი სითხის არსებობა-არარსებობა, ხოლო ულტრაბგერითი ანგიოგრაფიით - რბილი ქსოვილების სისხლძარღვოვანი რეაქცია.

წლამდე, ვიდრე ყიფლიბანდი ღიაა, ულტრაბგერითი მეთოდით შესაძლებელია თავის ტვინის გამოკვლევა. ახალშობილობის პერიოდში ნევროლოგიური პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისა და შემდგომი პროგნოზის თვალსაზრისით.

ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკის მეთოდებს შორის სწორედ ნეიროსონოგრაფია გამოირჩევა. მისი ღირსებებია:

  • ინფორმაციულობა;
  • უმტკივნეულობა;
  • წინასწარი მომზადების გარეშე კვლევის შესაძლებლობა;
  • სხივური დატვირთვის არარსებობა;
  • თავის ტვინის მორფოლოგიური ცვლილებების გამოვლენის უნარი.

- ალბათ, ნეიროსონოგრაფიული გამოკვლევა ყველა ახალშობილს არ სჭირდება...

- რასაკვირველია. ის მაშინ ტარდება, თუ ნეონატოლოგმა სამშობიაროშივე შეამჩნია ან შემდგომ უბნის პედიატრმა იეჭვა ნევროლოგიური დაზიანება. მხედველობაშია მისაღები:

  • ნევროლოგიური სიმპტომატიკა;
  • უჩვეულო თავის ფორმა;
  • დიდი ზომის თავი;
  • თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობის შეუსაბამობა;
  • თავის ქალას ორი ან რამდენიმე ნაკერის ღიაობა ან ერთ-ერთის გამოხატული გაფართოება;
  • მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარების შეფერხება;
  • დღენაკლულობა;
  • ახალშობილის უწიფრობის ნიშნები;
  • დიდი რაოდენობით სტიგმა;
  • მუცლადყოფნის პერიოდში ჩამოყალიბებული თავის ტვინის განვითარების მანკი;
  • სხვა ორგანოებისა და სისტემების განვითარების მანკები;
  • დამძიმებული ანამნეზი.

თუ ნეიროსონოგრაფიულმა გამოკვლევამ რაიმე ცვლილება გამოავლინა, საჭიროა დინამიკაში დაკვირვება, მკურნალობის კონტროლისთვის თავის ტვინის განმეორებითი კვლევა წლამდე, ვიდრე დიდი ყიფლიბანდი ბოლომდე არ დაიხურება.

ნეიროსონოგრაფიული გამოკვლევა სიცოცხლის პირველ დღეებსა და თვეებში საშუალებას იძლევა, ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიური მდგომარობა კლინიკური ნიშნების გაჩენამდე (მანიფესტაციამდე) გამოვლინდეს. სერიოზული ნევროლოგიური დარღვევების დროული აღმოჩენისას მინიმალური მედიკამენტური კორექცია უმეტესად საკმარისია დადებითი შედეგის მისაღწევად. საზოგადოდ, ახალშობილთა ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგები რადიკალურად ცვლის მკურნალობის შესაძლო სქემას, საშუალებას იძლევა, დროულად იქნეს დაწყებული პროფილაქტიკური ღონისძიებები. ულტრაბგერითი ტექნოლოგიების განვითარების, ადრეული დიაგნოსტიკისა და დროული კორექციის წყალობით მცირდება მძიმე პათოლოგიური მდგომარეობების ხანგრძლივობა, საგრძნობლად უმჯობესდება პატარა პაციენტების სიცოცხლის ხარისხი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ მატულობს სისხლში კრეატინინი?
რატომ მატულობს სისხლში კრეატინინი?
კრეატინინი არის ნივთიერება, რომელიც კუნთების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება.
სრულად
სისხლძარღვების დოპლეროგრაფია და დუპლექსური სკანირება

დოპლეროგრაფია და დუპლექსური სკანირება სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევის ორი მონათესავე მეთოდია. რა არის ამ მეთოდების არსი და განსხვავება?
სრულად
როდის არის საჭირო თავისა და კისრის სისხლძარღვების დუპლექს სკანირება

თავისა და კისრის სისხლძარღვების დუპლექს სკანირება არის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ინსტრუმენტული მეთოდი, რომელსაც ექიმები იყენებენ კარდიოლოგიაში, ნევროლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში.
სრულად
როგორ გამოვიკვლიოთ გული
როგორ გამოვიკვლიოთ გული
სრულად
რატომ და როდის კეთდება მუცლის აორტის ულტრაბგერითი კვლევა

მუცლის აორტისა და მისი ტოტების ულტრაბგერითი კლვევა არის არაინვაზიური გზა შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დიაგნოსტირებისთვის.
სრულად
ანალიზები, რომლებიც უნდა ჩაიტაროთ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ

სიმპტომი, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, გვხვდება ბევრი პათოლოგიის დროს და ის არ არის სპეციფიკური.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ულტრაბგერითი გამოკვლევა ბავშვთა ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები