რენტგენოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რენტგენოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები

რენტგენოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები

- ზემოთ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კვლევის შესახებ საუბრისას, კონტრასტული რენტგენოგრაფია ახსენეთ. კიდევ რომელ ორგანოთა კვლევისას გამოიყენება ეს მეთოდი?
- კონტრასტული რენტგენოგრაფია ტარდება ინტრავენური უროგრაფიის დროს. კონტრასტი ინტრავენურად შეგვყავს და ვაკეთებთ სერიულ უროგრამას V, VII, XV, XXV წუთებზე. ხდება თირკმლის დაკონტრასტებაც. მენჯფიალოვანი სისტემა, შარდის ბუშტი, შარდსაწვეთები კარგად კონტრასტირდება. ამის წყალობით ფუნქციასაც ვიკვლევთ და ორგანული დაზიანებაც კარგად ჩანს. ინტრავენური უროგრაფია საშუალებას იძლევა, ობიექტურად შევაფასოთ თირკმელების ფორმა, ზომა და მდებარეობა. თუ ვაზოურეთრულ კონფლიქტს ვეჭვობთ, კომპიუტერულ ანგიოგრაფიას ვნიშნავთ, რათა ვნახოთ, სისხლძარღვი ნამდვილად კვეთს თუ არა შარდსაწვეთს.


- რადიოიზოტოპურ კვლევაზე რას გვეტყვით?
- რადიოიზოტოპური კვლევა ძალიან ინფორმაციულია შარდსასქესო ორგანოების, ძვლების დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის, იძლევა ძვლების მეტასტაზირების კონტროლის საშუალებას ქიმიოთერაპიამდე და ქიმიოთერაპიის შემდეგ. ამდენად, შეგვიძლია, ამ მეთოდით შევაფასოთ ქიმიოთერაპიის ეფექტურობა. იგი თირკმელების კვლევისას გამოიყენება, გვაძლევს როგორც ექსკრეტორული, ისე სეკრეტორული ფუნქციის განსაზღვრის საშუალებას და ინფორმაციას თირკმელების ფუნქციონირების პროცენტულ შესაძლებლობაზე, გვიჩვენებს, რამდენად კარგად მუშაობს ერთი თირკმელი მეორესთან შედარებით, რამდენად ჩამორჩება პათოლოგიის დროს და შესაძლებელია თუ არა მისი შენარჩუნება. ჰეპატობილიარულ სისტემასაც მშვენივრად აკონტრასტებს. ძალიან ინფორმაციულია ღვიძლის ციროზის, კიბოს შემთხვევაში. მისივე მეშვეობით ტარდება სცინტიგრაფიული, იზოტოპური ლიმფოგრაფიები. საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის ოპერაციის წინ, პაციენტის საოპერაციოდ მომზადებისას, უნდა ჩატარდეს ლიმფოგრაფია - მან შესაძლოა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს, რომელსაც მამოლოგი უშუალოდ ოპერაციისას გაითვალისწინებს.


- რამდენად უსაფრთხოა რადიოიზოტოპური კვლევა?
- ამ კვლევისთვის თანამედროვე პრეპარატები გამოიყენება, რომელთა ნახევრადდაშლის პერიოდი ძალიან ხანმოკლეა და შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან. პაციენტი იტვირთება დიდი რაოდენობის სითხით, რათა პრეპარატი რაც შეიძლება მოკლე ხანში გამოიყოს, ამისთვის მაქსიმუმ 2-3 დღეა საჭირო. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევის ეს მეთოდი უსაფრთხოა.


- სისხლძარღვების კვლევისას თუ გამოიყენება რენტგენოლოგიური მეთოდი?
- ანგიოკონტრასტული კვლევა ძირითადად კომპიუტერული ტომოგრაფიით ხდება. სისხლძარღვების კვლევას სპეციალური აპარატურა სჭირდება, რომელიც აღნუსხავს კონტრასტის სწრაფ დინებას, ეს კი ყველაზე უკეთ კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის დროს ჩანს.


- გულს თუ იკვლევენ რენტგენოლოგიურად?
- კარდიოლოგიაში გამოიყენებოდა რენტგენოკიმოგრაფია, რომლის საშუალებითაც გულის კუნთის შეკუმშვის რეგისტრაცია ხდებოდა, მაგრამ ექოკარდიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი კვლევის უფრო თანამედროვე, კომფორტული და ინფორმაციული მეთოდებია, ამდენად, რენტგენოკიმოგრაფიის აუცილებლობა აღარ არსებობს და აღარც აკეთებენ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რენტგენოლოგიური კვლევა არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და ინფორმაციული მეთოდი, რომელსაც, თუ კუჭ-ნაწლავის კვლევას გამოვრიცხავთ, არანაირი მომზადება არ სჭირდება. კუჭ-ნაწლავის კვლევისას, თუ კონტრასტი პერ ოს (პირიდან) შეგვყავს, საჭიროა მშიერი მოსვლა, ირიგოგრაფიის დროს - წინა დღეს და დილით გამწმენდი ოყნის გაკეთება. არსებობს სპეციალური პრეპარატი ფორტრანსი, რომლითაც ვამზადებთ პაციენტს და გამოკვლევას მეორე დღეს ვუტარებთ.


- შესაძლებელია თუ არა რენტგენოლოგიური კვლევის ჩაწერა?
- თანამედროვე აპარატურა რენტგენოკინემატოგრაფიისა და რენტგენოტელევიზიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ შეგვიძლია, ვიდეოფირზე ჩავიწეროთ მთელი კვლევა და საჭიროების შემთხვევაში დისკზეც გადავიტანოთ.


- საზოგადოდ, უსაფრთხოა თუ არა რენტგენოლოგიური კვლევა?
- მაღალი ხარისხის უახლესი აპარატურით, სამწუხაროდ, ყველა სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი... თანამედროვე აპარატურაზე მუშაობისას არც მედპერსონალს და არც პაციენტს უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები არ სჭირდებათ, რადგან დასხივების დასაშვებ დოზაზე მეტს არ იღებენ. ჩვენი აპარატურა გვაძლევს საშუალებას, გამოკვლევის დასრულების შემდეგ დავადგინოთ, დასხივების რა დოზა მიიღო პაციენტმა. რაც შეეხება ძველ აპარატურას, საფრთხისა და საშიშროების შემცველი არც ის არის, მაგრამ ცხადია, დასხივება შედარებით მეტია.

 


 



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
სადღეისოდ კორონავირუსული პანდემიის ფონზე ხშირად გვესმის PCR (პი-სი-არ) - ანალიზის შესახებ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია, რომელიც
ფლებოგრაფია ანუ ვენოგრაფია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია,
ათეროსკლეროზული დავადება ძირითადად ასაკოვან პირებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული,
ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების: ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია,
ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად