რენტგენოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რენტგენოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები

რენტგენოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები

 

- რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ექიმი რენტგენოლოგი კვლევის მეთოდის არჩევისას?
- გააჩნია, რას ეძებს. მაგალითად, თუ მოვიდა პაციენტი, რომელსაც აქვს გამოხატული წყლულოვანი დაავადების ანამნეზი, მირჩევნია, ენდოსკოპია ჩავუტარო, მით უმეტეს, თუ არის სისხლდენის ეპიზოდი ან სხვა რამ, რადგან რენტგენოლოგიური კვლევით სისხლმდენ წყლულს ვერ დავინახავ. უკეთ, წყლულს კი დავინახავ, მაგრამ სისხლმდენია თუ არა იგი, ვერ ვიტყვი. ამას უკვე ენდოსკოპიური კვლევა აჩვენებს და, შესაბამისად, უპირატესობაც მას უნდა მიენიჭოს. მაგრამ პაციენტები ენდოსკოპიას რატომღაც ერიდებიან და მოდიან რენტგენოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ვუხსნით და ვუსაბუთებთ, რომ შემდგომი მკურნალობისათვის აუცილებელია ენდოსკოპიური კვლევა.


- ზემოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ახსენეთ. ამ გამოკვლევის ჩატარება მხოლოდ კონტრასტის შეყვანის შემდეგ შეიძლება...
- დიახ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რენტგენოლოგიური კვლევა მხოლოდ კონტრასტით ხდება. საკონტრასტო ნივთიერებად გამოიყენება ბარიუმის ფაფა ანუ ბარიუმის სულფატი.


- როგორ მიმდინარეობს კვლევა და რამდენი ხანი სჭირდება მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას?
- თუ ექიმს მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა სჭირდება, მაშინ ორი დღე. პირველ დღეს ნახულობენ საყლაპავს, კუჭს, თორმეტგოჯა ნაწლავს და წვრილ ნაწლავს, 24 საათის შემდეგ - მსხვილ ნაწლავს. თუმცა ამგვარად მხოლოდ ფუნქციურ მდგომარეობას განვსაზღვრავთ. თვალნათლივ რომც ჩანდეს რაიმე დაზიანება, ამ კვლევის ფარგლებში ამის თქმის უფლება არ გვაქვს, - ფეკალური მასები ბარიუმის ფაფაშია არეული და ამან შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს, ამიტომ მსხვილი ნაწლავის დეტალური დათვალიერებისთვის ვიყენებთ ირიგოგრაფიას. გარკვეული მომზადების, ნაწლავების გასუფთავების შემდეგ სწორი ნაწლავიდან ოყნის საშუალებით შეგვყავს ბარიუმის ფაფის ნაწილი, შემდგომ ვუმატებთ ჰაერს. ამ მეთოდს ეწოდება ირიგოსკოპია ორმაგი კონტრასტირებით. იგი გვეხმარება ნაწლავის სანათურში ამა თუ იმ წარმონაქმნის არსებობის დიაგნოსტიკაში. საყლაპავში რაიმე პათოლოგიური ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში პროცესის ვერიფიკაციის მიზნით პაციენტს ენიშნება საყლაპავის ფიბროეზოფაგოსკოპია.


- როგორ იკვლევენ ნაღვლის ბუშტს, პანკრეასსა და ღვიძლს?
- ადრე ქოლეცისტოგრაფიას ვატარებდით. იყო პერორალური და ინტრავენური კონტრასტირება, მაგრამ იმჟამად არსებული საკონტრასტო ნივთიერებები ძლიერ ტოქსიკური გახლდათ. ექოსკოპიის მიღწევებმა აღმოფხვრა ამ ორგანოების რენტგენოლოგიური კვლევის აუცილებლობა. ამასთანავე, ექოსკოპია ნაკლებად ინვაზიურიც არის.


- ჰეპატობილიარული სისტემის გამოკვლევაზე რას გვეტყვით?
- ჰეპატობილიარული სისტემის გამოსაკვლევადაც ექოსკოპია და კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება, ყველაზე ინფორმაციული კი მაგნიტურ-ბირთვული რეზონანსული კვლევაა.


- მოდი, ფილტვების გამოკვლევასაც შევეხოთ...
- ამ შემთხვევაში რენტგენოლოგიური კვლევა პრიორიტეტულია. საზოგადოდ, ფილტვების გამოკვლევა რენტგენოგრაფიით იწყება, ხოლო როცა რამე საეჭვოს ვხედავთ, საქმეში კომპიუტერულ ტომოგრაფიას ვრთავთ.


- ალბათ, რენტგენოგრაფია ძვლოვანი სისტემის გამოსაკვლევადაც შეუცვლელია...
- მართლაც, ძვლების გამოკვლევისას ესოდენ ინფორმაციული კვლევის არც ერთი მეთოდი არ არის. დიაგნოსტიკაში კომპიუტერული ტომოგრაფიაც გვეხმარება, მაგრამ ამის შემდეგ ძვლების რადიოიზოტოპური კვლევაც ტარდება და ხდება შეჯერება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგთან. ეს მეთოდი ძვლების გამოსაკვლევად შეუცვლელია.


- მინდა, დამიზნებით რენტგენოგრაფიაზეც გკითხოთ...
- დამიზნებითი რენტგენოგრაფია უმთავრესად ძვლების კვლევისას, ძვალში დესტრუქციის არსებობისას გამოიყენება. აპარატურა გვაძლევს საშუალებას, გავადიდოთ, უფრო მკვეთრი გავხადოთ გამოსახულება ან შევამციროთ და მხოლოდ საინტერესო ზონა გადავიღოთ, ეს კი დიაგნოსტიკაში ძალიან გვეხმარება.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
სადღეისოდ კორონავირუსული პანდემიის ფონზე ხშირად გვესმის PCR (პი-სი-არ) - ანალიზის შესახებ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია, რომელიც
ფლებოგრაფია ანუ ვენოგრაფია რენტგენოლოგიური კვლევის მეთოდია,
ათეროსკლეროზული დავადება ძირითადად ასაკოვან პირებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული,
ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების: ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია,
ბიომარკერები ის ნივთიერებებია, რომელთა აღმოჩენაც ხდება ავადმყოფი ადამიანის ქსოვილებსა და სითხეებში ჯანმრთელი პირებისათვის
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად